ალეკ ბოლდუინს არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა
მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ნიუ-მექსიკოს სპეციალური პროკურორების, კარი მორისისა და ჯეისონ ლუისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქმეში ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს.
„ეს გადაწყვეტილება არ ათავისუფლებს ბატონ ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და შესაძლოა ბრალდებები ხელახლა წარედგინოს. ჩვენი შემდგომი გამოძიება აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ალეკ ბოლდუინის ადვოკატი პროკურორების ნაბიჯს მიესალმა.
„მოხარული ვართ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებით და ამ ტრაგიკული შემთხვევის ფაქტებისა და გარემოებების შესახებ სათანადო გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა ადვოკატმა ლუკ ნიკასმა.
შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა. მსახიობს ბრალი არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული. სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 კვირაში უნდა დაწყებულიყო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.