იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგზარდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგზარდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.
მანიფესტანტები აშშ-ს მიერ დასანქცირებული ოთხი მოსამართლის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება სანქცირებული სასამართლოს პოლიტპატიმრებს”, „სასამართლო კლანის გარეშე”, „გვართმევენ ევროპულ მომავალს!”, „კლანი ევროპას გვაშორებს”, „არა, სასამართლოს რუსულ კლანს”.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, თუ „სასამართლო კლანი“ მმართველობაში დარჩება საქართველოს ევროპული მომავალიც დასრულდება.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც საქართველოს ბედი შეიძლება გადაწყდეს. თუ სანქცირებული, კეთროვანი „სასამართლო კლანი” მმართველობაში დარჩება, ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ დასავლერი პარტნიორი ტყუილად მოსამართლეებს არ ასანქცირებს, პირიქით ეს პოლიტიკური გზავნილი იყო. თუ სასამართლოს “კლანისგან” არ გაწმენდთ, თუ სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან არ გაათავისუფლებთ, დასავლეთის სრუფლებიანი წევრობა შეუძლებელი გახდება. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის “სასამართლოს კლანი” უნდა წავიდეს”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, იგორ ნარმანიას თქმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სანქცირებული მოსამართლეები უნდა გაადაყენოს.
„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიერ სანქცირებული „სასამართლო კლანი” უნდა გადადგეს, რადგან ისინი უკვე მხილებულები კორუმპირებულობაში არიან. ისინი არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი და არამართლმსაჯულებრივი გადაწყვეტილებებით გამოირჩევიან, არამედ „ალტ-ინფოს” მესიჯებით გამოირჩევიან. რაც ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს. ამ მოსამართლეების გადაყენება და გადადგომა, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან პირდაპირ დაკავშირებულია. „რუსულ სასამართლოს” დაკავებული და გასამართლებული ჰყავს, ჩვენი თანამებრძოლი, ლაზარე გრიგორიადისი და ნიკა გვარამია. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სანქცირებული მოსამართლეები გადააყენოს, რადგან ეს მათი ვალდებულებაა”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, მსგავსი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სანქცირებულ მოსამართლეებს არ გაათავისუფლებს.
„პრაქტიკულად სამი დღეა პარლამენტი პარალიზებულია. „ქართული ოცნება” სანქცირებულ და კორუმპირებულ მოსამართლეებს ფარად გადაუდგა. რადგან მათ არ ესმით და ინსტუტიციური მუშოაბა არ უნდათ, ამიტომ ჩვენ პროტესტის მეთოდს მივმართავთ, რომ შევაწუხოთ და დისკომფორტი შევუქმნათ, ამ კორუმპირებულ და მომავლის მომპარავ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ და ჩვენი შვილების მომავალს ანგრევენ”, - განაცხადა მუმლაძემ.
წყარო: IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.