Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.459

დავითაშვილი პირისპირ შეხვედრაზე ივანიშვილს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის


PLANETA_INFO

1.205 views

,,იქცევა თუ არა ახალი ხელისუფლების ერთგვარ გამოწვევად კობა დავითაშვილის ინტერვიუ, ამას დრო გვიჩვენებს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს პრემიერ–მინისტრის ჟღერადი ფრაზა, – მე ისეთ დემოკრატიას შევქმნი საქართველოში, რომ ევროპას გავაოცებო! პრემიერიც მისივე დანაპირების გამოწვევის წინაშე დგას, საზოგადოება ელოდება მისი ამ დანაპირების შესრულებას და არა მხოლოდ ამას.

მაშ, როგორ გავაოცებთ ევროპას დემოკრატიით, თუკი თანაგუნდელის არგუმენტირებული მხილება ხდება ,,ჩხუბის" მიზეზი? ან რატომ უნდა დატოვოს კობა დავითაშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნება", ან რას ნიშნავს, თუკი ასე გააგრძელებს, მას ძალით დაატოვებინებენ კოალიციას? რატომ არ ინტერესდება ივანიშვილი დავითაშვილთან შეხვედრით და მისგან ინფორმაციის დეტალურად მიღებით?

საწინააღმდეგო აზრის მქონე დეპუტატების წინა ხელისუფლებიდან გასვლა და ხშირ შემთხვევაში მათი გაძევება, ერთხელ უკვე იწვნია საქართველომ და ჩვენ მივიღეთ ავტორიტარული, ერთპიროვნული, დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სახით. ერთ-ერთი პირველი, ვინც ,,ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, ეს იყო პარტიის სიის პირველი ნომერი კობა დავითაშვილი, მისი პარტიიდან გამიჯვნის მოტივაციად თავდაცვის მინისტრის პორტფელზე უთანხმოებას ასახელებდნენ, სააკაშვილმა მაშინ დავითაშვილს მინისტრობაზე უარი უთხრაო...სირაქლემას პოზიციაში ყოფნამ და ,,ნაცმოძრაობიდან" პოლიტიკური ფიგურების ვარდნამ საშინელ ფინალამდე მიიყვანა პარტია, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტიდან დაწყებული, ევროპელი ლიდერებით დასრულებული, ,,დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ..

შეხვდება თუ არა სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ, პრემიერი კობა დავითაშვილს? დავითაშვილმა მასთან შეხვედრა თავად ითხოვა, რადგან არის სერიოზული საკითხები, რაზეც ტელეფონით საუბარი მინიმუმ არასერიოზულია. დიდი ალბათობით, პრემიერი მას აუცილებლად შეხვდება, თუკი მათ შორის გადარბენილი შავი კატა ძალიან დიდი არ არის, თუმცა ივანიშვილს ინფორმაციის რამდენიმე გზით გადამოწმება სჩვევია და არაა გამორიცხული, რომ ის აუცილებლად მოუსმენს დავითაშვილს, რადგან არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად უნდა იცოდეს".

 

(,,ალია" N37(2791); ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...