Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.459

,,ხუხაშვილის კლანი" ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს


PLANETA_INFO

1.476 views

,,ერთადერთი, ვინც გაბედა და ხუხაშვილის ბიზნესწილებზე ალაპარაკდა, ეს იყო ,,სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი: საქართველოში არსებობს 20– მდე მეფრინველეობის ფერმა, რომელთაც იმიტომ შექმნეს ასოციაცია, რომ მათზე ზეწოლა დაიწყო მათ სხვადასხვა მეთოდებით აიძულებენ, რომ შეამცირონ წარმოება. ბიზნესმენები ცოტ–ცოტა რაღაცაში ცოდავენ, თუმცა ესეც არ არის საჭირო. თუ დასჭირდათ ადამიანის ,,გაფუჭება", ხუხაშვილის კლანს ეს არ გაუჭირდება. მის გუნდში მოიაზრებიან მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაცვლიშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ხადური და კიდევ რამდენიმე ადამიანი. პრემიერ–მინისტრს თქვენი გაზეთის ფურცლებიდან შევთავაზებ, რომ გასცეს ბრძანება, უცხოეთიდან შემოსულ კვერცხს დაედოს წარმომავლობის ნიშანი.

შემომტანებს ერთი ცალი კვერცხის საქართველომდე ჩამოტანა, სულ რაღაც, 15 თეთრი უჯდებათ, ქართველ მწარმოებლებს კი მისი წარმოება 23–24 თეთრი. არაკეთილსინდისიერი შემომტანი 5 თეთრს მიუმატებს და იაფად უკეთესად გაყიდის კვერცხს, რასაც ადგილობრივი მწარმოებელი ვერ იზამს. ის წარმოების ღირებულებაზე იაფად ვერ გაყიდის და იქმნება არაჯანსაღი კონკურენცია, საიდანაც ხალხი დიდ ფულს ხსნის. ეს ,,ხალხი" კი დღეს არის ხუხაშვილი და მისი კლანი.

გლეხს მოუხნა ბიძინამ მიწა, მან ახლა უნდა დათესოს და მიიღოს მოსავალი შვრიის, ხორბლის, იონჯის. ამ მოსავლის 70–80 პროცენტის მყიდველი კი ქართველი მეწარმეა, რომელსაც აქვს ქათმის ან სხვა სახის მეურნეობა. თუ ხუხაშვილს შემოტანილი კვერცხით გაანადგურებინებენ ადგილობრივი ქათმისა და კვერცხის წარმოებას, გლეხისგან მიღებულ მოსავალსაც ხომ არავინ იყიდის და ეს საქმეც ფუჭი აღმოჩნდება. გამოდის, რომ ივანიშვილის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება ეს ფინანსური მაქინაცია. ამ კომბინაციით ხუხაშვილი და მისი კლანი აღრჩობს როგორც გლეხს, ასევე ქათმისა და კვერცხის მწარმოებელს და ეს ივანიშვილმა არ უნდა დაუშვას. სამართლიანი იქნება ის, რომ შემოტანილ კვერცხს დაეწეროს, საიდან არის შემოტანილი... ჩვენ გქონდა კეზერაშვილების, ადეიშვილების, სააკაშვილების მაფიური, კლანური დაჯგუფებები. ნამდვილად არ გვინდა, რომ 3–4 წლის შემდეგ მივიღოთ ხუხაშვილ–ნაცვლიშვილის იგივე ფორმის დაჯგუფება და აქედანვე უნდა მოხდეს ამის აღმოფხვრა, რაც ივანიშვილს შეუძლია...ხუხაშვილის გზა ხალხისა და ბიძინას წინააღმდეგაა მიმართული. იცით ამით რა მოხდება? – როცა გლეხი ვეღარ გაყიდის თავის მოყვანილ პროდუქტს, ბიძინაზე გაბრაზდება. როცა მეწარმე ვერ გაყიდის პროდუქციას და მიღრჩობილი ეყოლებათ, ისიც ბიძინაზე გამწარდება და ამას უკეთებს ბიძინას ეს ხალხი. გაფუჭებულ პროდუქციას რომ შეჭამს მომხმარებელი და მოიწამლება, მაშინაც ბიძინაზე იყრის ჯავრს. ამ სიტუაციით მხოლოდ ხუხაშვილი და მისი გუნდი იხეირებს...თქვენი გაზეთით ივანიშვილი ალბათ შეიტყობს ამ ყველაფერს და წესით, უნდა მიხედოს ამათ. აგერ ვეუბნები, აღდგომის დღეებისთვის უკრაინიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან უკვე შემოტანილი აქვთ იაფფასიანი კვერცხი და მას აწერია, რომ ვითომ არის ქართული კვერცხი".

 

 

(,,კვირის ქრონიკა"N16(590); ავტორი:ნელი ვარდიაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...