Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.457

სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში პარტიის ,,ფეისები" არ მიჰყვებიან


PLANETA_INFO

1.283 views

,,კულუარებში ლაპარაკობენ, რომ მერაბიშვილი და უგულავა თავის ბედს ბოკერიას გუნდს დაუკავშირებენ, მალე მიშას განუდგებიან და შეეცდებიან, ყველაფერი, რაც ჩაუდენიათ, პრეზიდენტს აჰკიდონო. იმასაც ამბობენ, მიშა და ვანო იმ ღამის შემდეგ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რადგან ვანომ პრეზიდენტს უთხრა, – შენს მეხამრიდად დარჩენას აღარ ვაპირებ, თავში საცემ–სახლელი ჩემიც მეყოფაო. ამ ვერსიას ერთი ფაქტიც აძლიერებს – 19 აპრილის აქციაზე მიხეილ სააკაშვილს არავინ ელოდა, გეგმით, ის იქ არ უნდა მისულიყო. თუმცა, მოულოდნელად მიშა მიტინგზე გამოცხადდა. სააკაშვილი სიტყვის სათქმელად ტრიბუნასთან მივიდა თუ არა, მერაბიშვილმა დატოვა აქცია და ჟურნალისტების არაერთგზის დასმულ კითხვასაც თავი აარიდა, რატომ სტოვებდა აქციას მაინცდამაინც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთანავე? მოკლედ, ,,ნაციონალებში" დიდი არეულობაა და რეალური შანსია, პარტიის გავლენიანმა ფიგურებმა სააკაშვილი მარტო დატოვონ. პრინციპში, ბოკერიას და სააკაშვილის ერთობა მხოლოდ ფასადურია, მერაბიშვილი და უგულავა მისგან დისტანცირებას ცდილობენ, ადეიშვილი პაპაჩემთანაა. ანუ, მთავარი დასაყრდენი, ვინც მას ხელისუფლებას უხანგრძლივებდა, უკვე გამოეცალა. დანარჩენები კი, ან თავად გაწირა, ან გაქცეულები არიან. სააკაშვილისგან დისტანცირება დაიწყო დავით ბაქრაძემაც.

აქციაზე პროვოკაციის მოწყობის, სისხლის დაღვრისა და პროცესების უმართავ რეჟიმში გადაყვანის გეგმის შესახებ როცა შეუტყვია, ბაქრაძე შოკში ჩავარდნილა. გონს მოსულს კი პირდაპირ უთქვამს სააკაშვილისთვის, – თუ რაიმე პროვოკაციული გეგმის თანხლებით წარიმართება აქცია, იქ არათუ არ წამოვალ, მეტიც, ხალხს მოვუწოდებ, არ მოვიდნენ 19 –ში და მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც გავაფრთხილებო. ქართველ ხალხს რომ დიდი ტრაგედია ასცდა, მისი დამსახურებაც ყოფილა. ,,წონიანი ნაციონალები" ამბობენ, ბაქრაძე არც ბოკერიას გუნდშია, არც მერაბიშვილისა და აღარც სააკაშვილის, მაგრამ, ამერიკის საელჩოს გარდა, სხვა ქვეყნების დიპლომატებიც რომ ჩაერივნენ საქმეში, ეს მისი პირადი დამსახურებააო. ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია და შემთხვევით, ვინმე ბაქრაძის გაპიარებას ამ ხმების გავრცელებით ხომ არ აპირებს...თუმცა, ფაქტია სააკაშვილს, უკვე გათხრილ და პირღია პოლიტიკურ საფლავში, როგორც ჩანს, არც ბაქრაძე ჩაჰყვება.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, მიშა მალე მარიამ საჯაიას, ნუგზარ წიკლაურის და კაკო ბობოხიძის ამარაღა დარჩება".

 

(,,კვირის ქრონიკა"N16(590); ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...