Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.458

19 აპრილს სისხლისღვრას ამერიკის ელჩმა გადაგვარჩინა


PLANETA_INFO

1.157 views

,,ნაციონალთა" ვიწრო წრე მართლა გეგმავდა ყველაზე წარმოუდგენელ პროვოკაციებს 19–ში, სისხლის დაღვრასაც და სხვა უბედურებებსაც, ეს, უმთავრესად, სააკაშვილის სურვილი იყო. მისი გათვლებით, ეს მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების და პასუხისმგებლობის არიდების ერთადერთი საშუალება გახლდათ. აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერდნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა. ამ გეგმის განხორციელებაზეც პასუხისმგებლობა მათ იკისრეს. თუმცა, ის არ განხორციელდა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ერთ ექსცესსაც არ ჰქონია ადგილი....რატომ აიღო ხელი სააკაშვილმა სისხლიან გეგმაზე.... თუ რამ უბედურება გვჭირდა ამ 9 წლის მანძილზე, უპირველესად, ამერიკის ხელისუფლებას უნდა ,,ვუმადლოდეთ", რადგან მათი ხელდასხმით მოვიდნენ სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში, მათი ძალისხმევით შერჩათ ,,ნაციონალებს" უამრავი დანაშაული და არაერთი გაყალბებული არჩევნებიც ,,გაუპრავეს", თუმცა, ამჯერად ამერიკელებმა სააკაშვილს თავისი პროვოკაციული გეგმის განხორციელების საშუალება არ მისცეს. სააკაშვილ–მერაბიშვილ–უგულავას გეგმის დეტალები, ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც უწყოდა. სწორედ ნორლანდის უშუალო ჩარევის შემდეგ აიღო ხელი სააკაშვილმა თავის სისხლიან განზრახვაზე. გუნდის შიგნით კი ,,განხეთქილების ვაშლის" როლი გიგა ბოკერიამ შეასრულა. სისულელეა იმის თქმა, რომ გულჩვილობით ქართველი ხალხის სისხლის დაღვრას მოერიდა...ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამეულისა და ბოკერიას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. გიგა ბოკერიამ მიშას უთხრა, რომ ის და მისი გუნდი, მას არც საფლავში ჩაყვებოდნენ და არც ჰააგის ციხეში აპირებდნენ მის გვერდით ჯდომას, თუ საქმე აქეთკენ წავიდოდა. ბოკერიასთვის მთავარი მისი გუნდის, ყველაზე პროამერიკული, ლიბერალური იდეების ყველაზე ერთგული პოლიტიკოსების გადარჩენაა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა – ბოკერიამ, ცხადია, დეტალურად იცოდა, რასაც გეგმავდა სამეული, შესაძლოა, ის თავიდან მათი თანამოაზრეც იყო, მაგრამ ეშმაკზე ბარე 5 წლით ადრე დაბადებული და ცივსისხლიანი გიგა ბოკერია ემოციურ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს, მან კარგად აწონ–დაწონა დაგეგმილი პროვოკაციის შესაძლო შედეგები და დაასკვნა, რომ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართებოდა და სააკაშვილი ხელისაუფლებას ხელში ვერ ჩაიგდებდა, მას და მის გუნდს, ქართველი ხალხი, სააკაშვილთან ერთად, ,,ლინჩის წესით" გაასამართლებდა. ...ინფორმაციამ, რომ ბოკერია და მიშა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მიტინგის დაწყებამდე გაჟონა. ამიტომაც იყო, აქციაზე მიშა და გიგა ერთად რომ მივიდნენ, ვითომ იმის სადემონსტრაციოდ, რომ მათ შორის ცუდი არაფერი მომხდარა...სწორედ ბოკერიას და მისი გუნდის აქტიურობის შედეგი ყოფილა ამერიკის ელჩის გააქტიურება. კულუარული ინფორმაციით, აქციამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდ ნორლანდს მიხეილ სააკაშვილისთვის უთქვამს: ჩვენ არაერთი სიბინძურე ,,გაგითეთრეთ" შენ და შენს გუნდს, მაგრამ ამჯერად სხვა ვითარებაა, ერთი წვეთი სისხლიც რომ დაიღვაროს რუსთაველზე და ხელისუფლებას ძალის გამოყენება დასჭირდეს აქციის დასაშლელად, ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებდა და თავად გამოიწვია პროვოკაცია, ხოლო ხელისუფლებამ, ხალხისთვის უფრო დიდი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, კანონიერად იმოქმედაო არც ის გამორიცხო, რომ ჩვენი დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია შენი ბინძური გეგმების შესახებ, რომელიც ახლა სახელმწიფო დეპარტამენტშია, ხელისუფლებას გადავცეო. ამერიკის ელჩის გარდა, სააკაშვილს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საელჩოებიდან დაუკავშირდნენ და იგივე უთხრეს,– გვაქვს ინფორმაცია, რომ პროვოკაციას გეგმავ და ჩვენი მხარდაჭერის არანაირი იმედი არ გქონდესო. ეს შეხვედრა სააკაშვილის რეზიდენციაში 18 აპრილს, ღამით გამართულა. ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი აიღო თავისი არაადამიანური გეგმის შესრულებაზე".

 

(,,კვირის ქრონიკა"N16(590); ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...