Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.459

ფიქრები ,,ნაციონალური" აქციის შემდეგ


PLANETA_INFO

1.280 views

დედა, რა იყო ეს?...მთეეელი ორი თვით ადრე დაანონსებული აქციიდან რაღაცას ყველა ელოდა...პროვოკაციებს პროვოკაციებზე აცხობდნენ, რა სახის საფრთხეს და საშინელებას არ გვიხატავდნენ...ზოგს ,,ნაციონალების" დათვლა უნდოდა, ზოგს ქვეყნის არევა, რომ მღვრიე წყალში თავისი ოქროს თევზი დაეჭირა, ზოგს იმის თქმა, რომ ,,ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია"....დიდი ხნის ლოდინის, წვიმიან-თოვლიანი და არა ,,ნებიერა გაზაფხულის" პირზე 19 აპრილიც მოვიდა...ჯერ დილიდან აპირებდნენ რუსთაველის და მიმდებარე ქუჩების გადაკეტვას, მერე გადაიფიქრეს. ოთხი საათიც და ,,რუსთავი-2"-ის პირდაპირი რეპორტაჟის მსვლელობამ ,,გონივრული ეჭვი" გამიჩინა. დავიჯერო ჩემს ბედრკულ ქვეყანაში ამდენი მომხრე ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას"?! ჰოდა...გადავწყვიტე, მხოლოდ საკუთარ თვალს და ყურს ვენდო. წავედი და ვნახე...მათემატიკაში კოჭლი არ ვყოფილვარ, მაგრამ მხედველობა მაქვს არაჩვეულებრივი. კინო ,,რუსთაველიდან" ყოფილ კავშირგაბმულობის სახლამდე ფაშარად, ბუჩქებად დგანან...გავლა-გამოვლის პრობლემა არ არის, ბოდიშის მოხდაც არ მჭირდება. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ხალხია, ნაშრომ-ნაჯაფი სახით. აქეთ, წითელ ,,პომანდიანი" ქალბატონები (სკოლის და ბაღის მასწავლებლებს გვანან): ,,ქალბატონო რატომ ხართ აქ, რას მოითხოვთ?! (შევეცადე ხმა საქმიანი და კეთილგანწყობილი მქონდეს)...ამათვალ-ჩამათვალიერა, ისე ვაფახურებ თვალებს, მიამიტობის განსახიერება ვარ...,,რას გენაცვალე და...არ მინდა რუსეთი. შენ გინდა? (თავს ვაქნევ), კიდევ, რამდენი რამე გააკეთა მიშამ, არ უნდა დაინახო?"...ქალბატონო ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე რას გვეტყვით, დღევანდელ მთავრობას კურსის ცვლილებას ამჩნევთ?...- კითხვა აშკარად რთული ეჩვენა (პაუზა...ამ დროს ტრიბუნაზე ქალაქის მერი უგულავა გვიმტკიცებს, რომ ყველანი ვუყვარვართ და ყოველთვის მოვენატრებით (მეეც?)...-ნუუუ...ჯერ ვერ ვატყობ, მაგრამ ჯობია გავაფრთხილოთ" (ვერაფერს იტყვი, წინდახედული ქალბატონია)...ვემშვიდობები და თვალს ტრიბუნას ვავლებ...,,ნაციონალური მოძრაობა" არ მომკვდარა (ჰო...ჯერ სძინავს),- ხმის ჩაწყვეტამდე ყვირის კაკო ბობოხიძე...ყვირილი და ტანსაცმლიდან ამოხტომა ჯერ კიდევ წინაა...პრეზიდენტი სცენაზეა...ვაშაძის განცხადების მიუხედავად, სააკაშვილი აქციას არ დაესწრებაო, პრეზიდენტი გამოჩნდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ივანიშვილის სცენარიც შეცვალა, როგორც ყოველთვის, მთავარი ის იყო, მერაბიშვილის დაანონსებული აქციის აზრი კი, ძლივს, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა გამაგებინა. თურმე ახალი ეროვნული მოძრაობა დაიწყო...დედააა...რა იყო ეს? სულ ეს დარჩით ,,ნაციონალებო"...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...