Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.456

19 აპრილის შესაძლო სცენარი


PLANETA_INFO

1.364 views

ინტერვიუ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან

 

,,19 აპრილთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია და მათ შორის ერთ–ერთი ასეთია: თუ მოხდა მასობრივი არეულობა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ხელში მთლიანად იღებს ძალაუფლებას. როგორ ვითარდება მოვლენები ამის შემდეგ, რა უფლებები აქვს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით?

–მე არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკოთ, როგორია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესები კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები და მასობრივი არეულობები. ამ დროს პრეზიდენტს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს პარლამენტს. პარლამენტი ვალდებულია, შეიკრიბოს 48 საათის განმავლობაში… ანუ შეუძლია, შეიკრიბოს მაშინვე, 5 საათის შემდეგ, ერთი დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა და კენჭი უყაროს საგანგებო მდგომარეობის დამტკიცებას, რისთვისაც საკმარისია ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობა. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, პრეზიდენტის ინიციატივა გაუქმებულად ითვლება.

პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამ პერიოდში ძველი მთავრობა აგრძელებს უფლებამოსილებას. დავუშვათ, მან წარმოადგინა ახალი მთავრობა, პარლამენტს შეუძლია, არ დაუმტკიცოს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ უნდა წარმოადგინოს და არდამტკიცების შემთხვევაში ეძლევა პარლამენტის დათხოვნის უფლება, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ სადაცაა მაისიც დადგება, რის შედეგაც სააკაშვილი ვეღარ დაითხოვს პარლამენტს.

როდესაც პრეზიდენტი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, ეს ბრძანებულება ძალაში შედის იმ წუთსვე, ანუ საჯაროდ გამოცხადებისთანავე, მაგრამ, როგორც კი პარლამენტი შეცვლის გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობა უქმდება. ასევე მან უნდა მიუთითოს მთელი რიგი სავალდებულო პარამეტრები: რა ტერიტორიაზე ცხადდება, რამდენი ხნით ცხადდება, რა უფლებები იზღუდება. მაგალითად, ვის როგორ ეძლევა გადაადგილების უფლება. ასევე, როგორ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება. ყველაფერი ეს უნდა იყოს აღნიშნული პრეზიდენტის ბრძანებულებაში".

 

(,,ალია"N36(2790); ავტორი: გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...