Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.456

ხათუნა კალმახელიძეს პროკურატურაში დაიბარებენ


PLANETA_INFO

1.207 views

,, კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი სიმამრის მოწამვლის მცდელობის საქმეზე გამოძიება მალე დასრულდება. ,,ალიამ" მოისმინა შს მინისტრის სიმამრის, გენერალ თამაზაშვილის ყოფილი თანამესაკნის ვუგარ ალიევის აღიარებითი ჩვენების სრული ვერსია, სადაც ის დეტალურად შიფრავს სქემას, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის მოწამვლა იგეგმებოდა. ამ სქემაში ერთ–ერთ მთავარ ფიგურად ალიევი ასახელებს ხათუნა კალმახელიძეს და ციხის უფროს ხუჭუას, რომლებიც მისი თანდასწრებით ინსტრუქციებს პერიოდულად იღებდნენ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისგან. როგორც ალიევი ამბობს, მას დაავალეს, რომ თამაზაშვილისთვის საუზმის დროს ჩაიში ჩაეგდო აბი, რომელიც იმ მომენტში არ იმოქმედებდა, სამაგიეროდ სამი თვის შემდეგ თამაზაშვილს ღვიძლი დაეშლებოდა. ამ დავალების შესრულებისთვის მას ვადამდე განთავისუფლებას დაპირდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალური ჩანაწერები გამოქვეყნდა, სიტუაცია შეიცვალა და თამაზაშვილი სიკვდილს გადაურჩა.

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის შოთა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 2012 წლის აგვისტოში, სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და ციხის ადმინისტრაცია გეგმავდა ყალბი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით თამაზ თამაზაშვილის შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რაც მიზნად ისახავდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას. გარდა ამისა, ასევე დგინდება, რომ 2012 წლის სექტემბერში ხათუნა კალმახელიძემ და იგივე პირებმა დაგეგმეს თამაზ თამაზაშვილის მოწამლვა, რაც უნდა განხორციელებულიყო თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნის ვუგარ ალიევის მეშვეობით. ტყეშელაშვილის თქმით, გროვდება მტკიცებულებები და უახლოეს მომავალში ხათუნა კალმახელიძე დაბარებული იქნება პროკურატურაში".

 

(,,ალია"N34(2788); ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...