შს მინისტრი გვირჩევს 19–ში პროვოკაციებს თავი ავარიდოთ
ინტერვიუ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან
,,– მესმის, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ, თუ რაიმე პროვოკაციას აჰყვება რომელიმე მოქალაქე და 19 აპრილს შეკრებილ მოსახლეობას, დემონსტრანტებს დაუპირისპირდება, ეს იქნება პირდაპირ ,,ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყლის დასხმა და ის იქნება ,,ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მათ ინტერესებშია, რომ მოხდეს დაპირისპირება, კონფლიქტი მოქალაქეებსა და მანიფესტანტებს შორის, რაც ავტომატურად გამოიწვევს ჩვენს ჩაბმას ამ ორ ანტაგონისტურად განწყობილ მხარეს შორის. შესაბამისად, თხოვნით მოგმართავთ, მაქსიმალურად თავი შეიკავეთ საკუთარი ემოციების გამომჟღავნებისგან და არ შეხვიდეთ კონფლიქტში 19 აპრილის აქციის მონაწილეებთან. უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვაცხადებთ, რა პრევენციულ ზომებს მივმართავთ 19 აპრილისთვის, ძალიან ბევრი კამერით მოხდება დაფიქსირება თითოეული ქმედების".
(,,კვირის ქრონიკა"N15(589); ავტორი:ნინო სამხარაძე)
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.