Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.460

მერაბიშვილი სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს


PLANETA_INFO

1.548 views

,,ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს. ამ ინფორმაციის გაჟღერება იქნება პრევენცია, რომ არ ამუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების ის სცენარი და თუ მერაბიშვილის გეგმა ამუშავდება, ეს ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგება. პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება და შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ. რაზე აქვს გათვლა ივანე მერაბიშვილს? – პრეზიდენტზე თავდასხმის ინსცენირებით მერაბიშვილი და მისის რაზმი ორ კურდელს იჭერს: 1. მსოფლიო სასტიკად დაგმობს ახალ ხელისუფლებას და იტყვის, რომ მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება. ვერ დაიცვეს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, რასაც მოჰყვება სააკაშვილისთვის დაცვის შეზღუდვის წინა პლანზე წამოწევა; ასევე დაიწყება ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა და ტერორისტული აქტის დამკვეთებად დასახელებისთვის მათ უამრავი ვარიაცია ექნებათ - რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი, რომელიც სააკაშვილს ჯერ კიდევ წლების წინ "კვერცხებით" ჩამოკიდებით დაემუქრა. "ნაცშპანა" გაიხსენებს წინასაარჩევნო კამპანიას და იტყვის, აი, ხომ ვამბობდით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაციაო და შემოკრავენ განგაშის ზარებს. მეორე და მთავარ კურდღელს ვანო მერაბიშვილი დაიჭერს, თუკი მისი სცენარით დასრულდება პრეზიდენტზე ინსცენირებული ტერორისტული აქტი, რასაც რეალურად მოჰყვება სააკაშვილის სიკვდილი. ეს ნიშნავს, რომ ივანე მერაბიშვილი იშორებს მთავარ მოწმეს, დამკვეთს და ირეცხვას იმ ჭუჭყს, რასაც სააკაშვილთან ერთად "ნაცელიტა" სჩადიოდა. სააკაშვილი გარდაცვალების შემდეგ გახდება გმირი მსოფლიოში და ამ აქტით "ივანე გაღლეტილი" გახდება რეინკარნირებული პარტიის ერთპიროვნული ლიდერი და "ნაცებისთვის" ახალი ერა დაიწყება.

ვანო მერაბიშვილს მიშასთვის უთქვამს, მყავს "ბოევიკების" ჯგუფი, მოდი, მოვახდინოთ ტერაქტის ინსცენირება და ავაფეთქოთ შენი "ჰიბრიდული" მანქანა, რომელიც ცხადია, არ იყო დაჯავშნული. ვანო მერაბიშვილის სცენარის მიხედვით, სააკაშვილი იჯდებოდა დაცვის მანქანაში; ვანო უმტკიცებდა პრეზიდენტს, რომ შენ ცხადია, გადარჩებიო; მსოფლიოში დიდ აჟიოტაჟს გამოვიწვევთ, პარტია წინ წამოიწვეს; ეს ყველაფერი დაბრალდებათ რუსებს; ივანიშვილს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით – ეს ჩვენი გადარჩენი ბოლო შანსიაო. მიშას ეს სცენარი ჭკუაში დაუჯდა და ვანო მერაბიშვილს დასთანხმდა, თუმცა უახლოესმა გარემოცვამ პრეზიდენტი გადაარწმუნა და არგუმენტირებულად დააულაგა, რომ მერაბიშვილი მას სწირავდა. მათ უთხრეს სააკაშვილს: "აქ შეთქმულებას აქვს ადგილი და შენ ხომ არ გადარეულხარ, ვანო გკლავს, როგორც მთავარ მოწმეს, თავიდან გიცილებს, შენს დაცვაში ვანოს ხალხია; გაგყიდიან, შენს სურათს გამოფენენ გლოვის ნიშნად და იტყვიან, რომ “მიშა არის გმირი, მაგრამ მკვდარი და განეიტრალებული", ვანო კი გახდება მოქმედი გმირი. მიშას ეს გეგმა რომ გაუშიფრეს, გაცოფებულა, დასაბმელი გახდა, ვანოს კადრი კი, ვინც დაცვაში იყო, სამსახურიდან დახსნა. სააკაშვილს შიში გაუჩნდა და ვანო მერაბიშვილის მხრიდან რეალურად ელოდება დარტყმას. არაა გამორიცხული, რომ ვანო ეს მაინც გააკეთოს".

 

(,,კვირის ქრონიკაN15(589); ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...