Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.456

19 აპრილს ,,ნაციონალები" სერიოზულ პროვოკაციებს გეგმავენ


PLANETA_INFO

1.030 views

,,19 აპრილისთვის ,,ნაციონალები" საგანგებოდ ემზადებიან. სხვა საშუალებების გარდა, მათ უკვე სატელევიზიო კლიპებით დაიწყეს მოწოდება, რათა ხალხი მათ მხარდასაჭერად მოვიდეს. თუმცა, სააკაშვილის ახლო გარემოცვა მხოლოდ რუსთაველზე თავმოყრილი ხალხის იმედად არ იქნება ამ დღეს. პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა თანახმადაც, ,,ნაციონალთა" ბოსები ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ, რათა პროცესები უმართავი გახადონ და სულ მცირე, ხელისუფლებას გვარიანად შეელახოს იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ,,ქართულ ოცნებას" მომხრეთა ნაწილი დააკარგვინოს , ხოლო ,,ნაციონალებმა" დაკარგული რეიტინგი როგორმე აიმაღლონ. ეს მინიმუმია, რასაც ამ აქციიდან მოელიან, თუმცა სააკაშვილს უფრო შორსმიმავალი მიზნებიც აქვს....1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჯერ არ იყო გამოცხადებული და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მწვალებელი და ათობით ოჯახის გამაუბედურებელი, მეგის ქარდავა სამეგრელოს ტყეში გაიჭრა თავისი რამდენიმე მომხრეთი. მაშინ მასზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. დღეს მეგის ქარდავა ძებნილია და დაუსწრებლად აქვს პატიმრობა მისჯილი. ამდენად, მისი ტყიდან გამომთრევი ახლა უკვე აღარავინაა. მეგის ქარდავას ტყეში მომხრეები შეემატნენ და ისინიც 19 აპრილისთვის ემზადებიან. დავაკონკრეტებ: მეგის ქარდავა და მისი მომხრეები ურთას მთაზე, ხობის რაიონის ტერიტორიაზე იმყოფებიან და იქ აქვთ საველე ბანაკი გაშლილი. ქარდავასთან ერთად არიან პოლიციის ზონდერები, სოდ-ის, კუდ-ის და სხვა სპეცსამასახურების ის თანამშრომლები, რომლებზეც სადღეისოდ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და გამოძიებას ემალებიან. ამ დროისთვის ქარდავას რაზმი 200 კაცს აღემატება...სააკაშვილის ამ 200 შეფიცულს, უკვე 6 თვეა, ახალაიების კლანის წყალობით სამეგრელოს რეგიონში აღზევებული ,,ნაციონალი" ბიზნესმენები აფინანსებენ - არც საჭმელ-სასმელს აკლებენ და არც იარაღსა და ტყვია-წამალს. გარდა ამისა, ტყეში მყოფთა ოჯახებსაც პატრონობენ. ამ საქმეს თავად როლანდ ახალაია აკონტროლებს ( დიდი შანსია ურთას მთაზე კიდევ ერთი ძებნილი, დათა ახალაიაც იმყოფებოდეს). მეგის ქარდავას შეიარაღებულ დაჯგუფებას ,,ნაციონალები" 19 აპრილისთვის გამოიყენებენ. როგორ და რანაირად, ამას თბილისში, რუსთაველზე განვითარებული პროცესების მიხედვით გადაწყვეტენ".

 

(,,კვირის ქრონიკა"N14(588); ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...