Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.460

19 აპრილის აქციაზე ნანა კაკაბაძე და პოლიტპატიმრები არ მივლენ


PLANETA_INFO

1.132 views

ინტერვიუ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან

 

,,ვანო მერაბიშვილი თურმე წინასწარმეტყველიც გახდა და იმასაც ხედავს, რომ პოლიტპატიმრებთან ერთად, აქციაზე მისვლას ვგეგმავ. დაინტერესებულ პირებს საჯაროდ ვუპასუხებ, 19 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრებთან ერთად მისვლას არ აპირებს! ეს მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მიერ შემოგდებული მორიგი პროვოკაცია იყო, როცა პატიმრებს ეუბნება, იცით რა, ნანა კაკაბაძე თუ მოვა, ჩვენ მას ჩავქოლავთო, ეს ნიშნავს, რომ მათ იწვევს. მან ისიც იცის, რა განწყობა აქვთ ნანა კაკაბაძის მიმართ ყოფილ პილიტპატიმრებს და მაშინ, როცა 9 ათასი პატიმარი გათავისუფლებულია, ხოლო 200–მდე პოლიტპატიმარი გარეთაა, მათ იწვევს, რათა ჩაქოლვის სცენას როგორმე მიაღწიოს. უნდა, ადამიანები მიიყვანონ იმ ზომამდე, თქვან – თუ სამართლიანობა არ აღდგება, ახლა მაინც გავუსწორდებით ნაციონალურ მოძრაობასო. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, თუმცა ,,ნაციონალებს" არ გაუვათ ის გეგმა, რაც ჩაფიქრებული აქვთ. მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ – ვინ მივა 19 აპრილის აქციაზე? მხოლოდ ყოფილი პროკურორები, გამომძიებლები და ისინი, ვინც ადამიანებს უკანონოდ აწამებდა, ამიტომ ვამბობ, რომ შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა იფიქროს, მოდი, მივალ აქციაზე და ნაციონალებს პირისპირ გავუსწორდები, მაგრამ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი ქმედება მხოლოდ ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს. საზოგადოებისგან ანგარიშსწორებას ისინი მხოლოდ თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ, ამიტომ სჯობს, ჩვენი პროტესტი საქმიან ჭრილში გადავიტანოთ და ხელისუფლებას მოვთხოვოთ ის, რაც მისი გასაკეთებელია. ნაციონალებს 19 აპრილი უნდა ვაჩუქოთ და აქციის ჩატარების საშუალება მივცეთ. ამასობაში, დიახ, ველოდები, არჩილ კბილაშვილი ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე აუცილებლად დაიბარებს. თუ ჩემო მოლოდინი არ გამართლდა, ეს ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ ცუდი სიგნალი იქნება. ნაციონალური მოძრაობა, უმცირესობის სახით, ჯერ კიდევ აქტიურობს. ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ უმრავლესობის ქმედებებსაც კი ჩრდილავს. ზოგადად, სიკეთე ყოველთვის პასიურია, ბოროტება – აქტიური, მაგრამ გამაღიზიანებელია, როცა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ბოროტების მანქანა შექმნა, დღეს ისევ ჭკუის დამრიგებლად და კანონმდებლად გვევლინება. მეტიც, ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები, დამნაშავე პროკურორები თუ მოსამართლეები მაღალ თანამდებობებს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნაც – სამართლიანობა აღდგეს და რეჟიმი გასამართლდეს – აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერია. შესაბამისად, ყრილობაზე ყველა იმ ადამიანს ველოდებით, რომელიც ფიქრობს, რომ ნაცმოძრაობის უკანონო მმართველობის მსხვერპლი გახდა. ყრილობაზე სამოქალაქო კომისიასაც შევქმნით, სადაც ყველა დაზარალებული ჯგუფიდან თითო წევრი გაერთიანდება, რომელიც შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო კომისიის შექმნას ერთადერთი მიზნით მოსთხოვს – ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობა პოლიტიკურად, მორალურად და იურიდიულად შეფასდეს. ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამას უკვე ყრილობა გადაწყვეტს".

 

(,,ვერსია"N38(794); ავტორი: რუსუდან შელია)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...