Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.458

ირმა ნადირაშვილმა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 50 560 ლარი მიიღო


PLANETA_INFO

1.199 views

ინტერვიუ მაგდა პოპიაშვილთან

 

,,არ ვიცი რა უნდა ირმა ნადირაშვილს. მოკლედ ამბავი ასეთია: ჩვენს სამინისტროში არის მასალები, რაც ადასტურებს, რომ ირმა ნადირაშვილი სამუშაოდ მოვიდა ჩვენს სამინისტროში 2009 წელს თებერვალში და აქ მუშაობდა 2010 წლის აპრილამდე, მინისტრ დავით ტყეშელაშვილის მრჩევლად. ხელფასი 1800 ლარი. ზედ დაამატეთ კიდევ სოლიდური პრემია. მთელი ამ ხნის მანძილზე იყო მრჩეველი და მისი ხელფასი მთლიანად იყო 28 500 ლარი, პრემიის სახით კი მიიღო 22 060 ლარი. არადა, ეს საჯარო ინფორმაციაა და ამ დროს დაფარულია. ანუ, ნადირაშვილი ამ დროს წარმოადგენს საჯარო მოხელეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი არსებობს და მის მიხედვით ირმა ნადირაშვილს სხვა სამსახურში თანამდებობის დაკავება არ შეეძლო. ამ დროს შევიდეთ პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც განთავსებულია ირმა ნადირაშვილის სივი და იქ მითითებულია, რომ ამ პერიოდისთვის ის მუშაობს ტელეკომპანია ,,რუსთავი–2"–ში პროდიუსერად. რაც ითვლება კანონდარღვევად. ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს დოკუმენტი გადაეგზავნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ესაა სისხლის სამართლის საქმე და საქმე შემდეგ უკვე პროკურატურაში უნდა აღმოჩნდეს..."

 

(,,ალია"N29(2783); ავტორი:თამარ ოქრუაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...