Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.462

ლაფანყურის ოპერაცია ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით დაიგეგმა


PLANETA_INFO

1.660 views

ინტერვიუ მწერალ მერაბ შათირიშვილთან

 

,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლაფანყურის ოპერაცია უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას. ჩვენ გვახსოვს, მაშინ ივანიშვილს თელავში უნდა ჩაეტარებინა ფართომასშტაბიანი აქცია და ისიც გვახსოვს, რომ გადაიდო. იმ პერიოდში ეს საკითხი ძალიან არ გახმაურებულა, ვინც შიგნით ვიყავით, ყველამ ვიცოდით, რატომაც გადაიდო. არანაირი სირია, არანაირი მოსამზადებელი ჯგუფი, არანაირი ტერაქტი რუსეთის ტერიტორიაზე...ახლა სხვადასხვა ექსპერტები და ,,გონიერი" იურისტები სწორედ ამ ვერსიებს უშვებენ. ეს არის გამორიცხული....რასაც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, ეს არ არის სწორი ვერსია და შეიძლება ვანო მერაბიშვილმა უწოდოს სისულელე, მაგრამ მაშინ ის უნდა გამოვიდეს და თქვას სიმართლე, ანუ რა არ არის სისულელე. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანი იმ დროსაც გიგა ბოკერია იყო, ამ ადამიანს აუცილებლად მოუწევს განმარტება, რა იყო მთავარი მიზანი და რისთვის მოხდა ამდენი ადამიანის ლიკვიდაცია. სირიასა და რუსეთზე ლაპარაკი არის დიდი ლაი–ლაი...

ჩანაფიქრი იყო ასეთი: როდესაც ბიძინა ივანიშვილის კორტეჟი გაივლიდა ტრასაზე, მაშინ აუტეხდნენ სროლას და მის მანქანას ააფეთქებდნენ. დაახლოებით ის ვარიანტი უნდა ყოფილიყო, რაც შევარდნაძეს გაუკეთეს კრწანისისკენ მიმავალ გზაზე. არსებობდა სულ სხვა გეგმა, რაზეც ეს ბიჭები დაიყოლიეს, მაგრამ, როგორც კი ბოლო მომენტში რეალური მიზეზი განუცხადეს, მათ უარი თქვეს. სხვათა შორის, თუ ისინი ამ მზაკვრობაზე დასთანხმდებოდნენ, თუ დავალებას შეასრულებდნენ, მაინც ჩახოცავდნენ. ამიტომ დარჩათ ერთადერთი გამოსავალი, როგორმე საქართველოს ტერიტორიიდან გასულიყვნენ. აბა, დაუკვირდით, რა საჭირო იყო ლაფანყურში მათი ლიკვიდაცია, ჩვენი საზღვრები ხომ კარგად არის დაცული, სად გაიქცეოდნენ?...დამიჯერეთ, არავინ დარჩება დაუსჯელი და მათ შორის ის ადამიანებიც დაისჯებიან, რომლებმაც ლაფანყურის ტრაგედია მოაწყვეს..."

 

(,,ალია"N29(2783); ავტორი:გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...