Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    546.148

მერაბიშვილის სააპრილო სტრატეგია


PLANETA_INFO

1.090 views

ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისთან

 

,,ვანო მერაბიშვილი ცდილობს, ოპოზიციური ფრთის სტაბილიზაცია მოახდინოს, რათა ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა გადარჩეს. თუ გნებავთ, მის სტრატეგიასაც გაგიშიფრავთ: 19 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები საზოგადოების იმ ნაწილის გამოყენებას შეეცდებიან, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შედეგი სწრაფად ვერ მიიღეს. მერაბიშვილი ფიქრობს, რომ მოქალაქეების ამ ნაწილის შემოკრებით, ისეთი პოლიტიკური ძალა გახდება, რომელიც მხოლოდ საკუთარ მომხრეებს არ ეყრდნობა....ნაციონალური მოძრაობის მიერ 9 წლის განმავლობაში გადადგმული უარყოფითი ნაბიჯების სამ თვეში გადაფარვა, საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობასა და პირადად, ვანო მერაბიშვილს სურს, სწორედ ამ გარდამავალი ეტაპით ისარგებლოს, როცა ბევრი რამ ჯერ მართლაც ვერ გაკეთდა. ვერ ვიტყვი, რომ ,,ოცნება" ამ ეტაპზე სუსტია, თუმცა ფაქტია, მერაბიშვილი ვითარების ექსპლუატაციას ახდენს. არ დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა სამართლიანობის პროცესის აღდგენის პროცესის გარშემო ახალი ფაქტების გადაფარვას 19 აპრილის აქციებით ცდილობს. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ ძლიერი იყო და ამ მიმართულებით ჩვენზე მეტად გამოცდილებიც არიან...ბუნებრივია, პროვოკაცია ახალი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, დაპირისპირება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე დაასხამს წყალს, თუმცა გარწმუნებთ, 19 აპრილს, არეულობის პრევენციისთვის სამართალდამცავები უსაფრთხოების უმაღლეს ზომებს მიიღებენ...კანონის დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი სათანადოდ დაისჯება. საერთოდ, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთვევაში, საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს. მესმის, ჯერ კიდევ ბევრს, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, ქვეყანაში უმუშევარი ადამიანებიც გვყავს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ მათ მიერ დაგროვილი პრობლემები ახალ ხელისუფლებას სამ–ოთხ თვეში უნდა მოეგვარებინა. ველოდები, რომ 19 აპრილს სწორედ ამ თემით მანიპულირება მოხდება, თუმცა მეორე საკითხია, ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობა რამდენად აყვება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი გონიერებას გამოიჩენს".

 

(,,ვერსია"N37(793); ავტორი:რუსუდან შელია)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...