Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    312.930

იმჰო იმჰოტეპის წინააღმდეგ ანუ ბიძინისტად მონათლულის საჯარო ფიქრები


lasha_alo

2.675 views

ჩემი რამდენიმე ნოუთი ოთხმოციანი წლების ტენდენციების გადმოცემის სურვილით იწყება. არცაა გასაკვირი, ამ პერიოდს უკავშირდება თავისუფლების მოპოვების ტალღის დაწყება, რომელმაც საბჭოური კონფორმიზმი შეცვალა.

 

http://www.youtube.com/watch?v=emxM3RUbsAI

 

ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროს 1/6იან კომუნალურ ბინაში და გვსურდა გვეხილა დანარჩენი 5/6.

მაგრამ რატომ მოხდა, რომ ქართველები საკუთარი ოცნებებისათვის მწარედ დავისაჯეთ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა ბონუსად დალაგებული ქვეყნები მიიღეს?!

 

 

გვეგონა მარტო მტერთან მოგვიწევდა ბრძოლა, სინამდვილეში კი საკუთარ თავთან ჭიდილის ეტაპი არ გვქონია განვლილი, ვერ შევძელით ყალიბში ჩამოუსხმელად , ბუნებრივად აღგვექვა თავისუფლების არსი. ამის მაგივრად ვამჯობინეთ სხვებს გაეკეთებინათ ჩვენი საქმე, ვენდეთ “ეროვნულების“ დისიდენტურ ჯგუფებს, ინტილიგენციით და ბანდოკრატიით შელამაზებულ “დემოკრატებს“ ანუ ჩვენვე, „ლოგიკით “იქნებ ამათმა მაინც „გვიშველონ““ გამოვუშვით ჯინი, რომელმაც სურვილის შესრულების მაგივრად საკუთარ სურვილებს დაუქვემდებარა ჩვენი წარმოდგენები თავისუფლებაზე....

თავისუფლება ჩემთვის ინდივიდის შეგრძნებაა, ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც უნდა. ზევიდან მოხვეული ლოზუნგები მხოლოდ სატუსაღოა და სხვა არაფერი.

 

ვერ გავაცნობიერეთ ანბანური ჭეშმარიტება.... განსხვავებული ინდივიდუალიზმი თუ კაპრიზები, ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და არა ერთ ფერში გამოწყობილი რუხი მასა , რომელიც მხსნელს ელოდება + არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა .

 

„ეროვნულებმა“ ნარცისული ნაციონალიზმით ჩაკლეს პატრიოტიზმის გრძნობა,

ფსევდოდემოკრატებმა დემოკრატია ;

პროდასავლურებად წოდებულნი სატელევიზიო ვიგინდარების მეშვეობით მასაჟებს უტარებენ ჩვენს ორგანიზმში დარჩენილ განუვითარებლობის მეტასტაზებს ...

 

არსებობს წარსულში დაბრუნების სერიოზული საფრთხეები. რესპუბლიკური მაშტაბის არხებზე უკვე აღარავის უკვირს რეალ თივის სტილი, პრესა ჯის წყევლაც ჩეულობრივი ამბავია , ნათია მოგელაძე ჭკუას იქით გვასწავლის,სტუდენტურ თვითმართველობაში ისე აღდგა კომკავშირი, თვალიც კი არავის დაუხამხამებია. მცირე შემგუებლობასაც კი აღმოაჩნდა ძალა ბოლშევიზმს „მუმიას“ გმირივით ნაწილნაწილ, ძველებური ხორცი შეესხა. ჩრდილოეთზე არანაკლები მტერი ჩვენივე უგუნურებით აღდგენის გზაზე მდგარი ტოტალიტარიზმია.

 

რუსეთთან ბრძოლის სახელით სახიფათო ნიშნულთან აღმოვჩნდით. პროცესი გრძელდება. შესაძლოა, ბატონი იმჰოტეპი ტოტალიტარიზმის სახით საბოლოოდ დაგვიბრუნდეს.

http://www.youtube.com/watch?v=0BAA-RKkFGQ&feature=related

 

დამნაშავე ქვეყნის მოქალაქეების უსუსურობაა იგრძნოს საკუთარი პიროვნული პასუხისმგებლობა , ადვილია გამეიჯნო „ხალხს“, ოპოზიციას ან ხელისუფლებას , ბინძურ პოლიტიკას დააბრალო ყველაფერი, ინატრო უცხოეთში ვიზა და გაექცე რეალობას.

 

ესეც იმ ოპერიდანაა,რასაც მარტივი ენით ელიტისადმი შიში შეიძლება დაერქვას.

 

პესიმიზმი ყველაზე მეტად აცოცხლებს „იმჰოტეპს“ .....

 

ჩვენ ვერ ვიქეცით ინდივიდების საზოგადოებად, კვლავ ან გვეშინია ზედაფენის ან ლოცვებში მოვიხსენიებთ მათ.

ჰო, ჰო „აბა ბიძინა გინდა“ ?, ისიც ელიტას შექმნის , მის გარშემო ხომ საკმაოდ ბევრი ნაგავია , ჰმ, მესიებს შენატრით- მესმის ოპონენტების ყიჟინა და გული უნდა გაგიტეხოთ , ნაწილობრივ ეს ხალხი მართალია, ალტერნატიული პოლიტიკური პოლუსის მხარდამჭერთა შორის ბევრია , ვინც ოპოზიციის ლიდერს ახალ მშველელად მიიჩნევს, რატომღაც გგონიათ, რომ ბ.ბმ უნდა „გვიშველოს“ ან დააფინანსოს ჩვენი დიიიიიდი წარსულის მქონე ნეხვში მყოფი აწმყო.

ჰმ, არა....

 

ჩემთვის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირება გარანტიაა, რათა მივეჩვიოთ მრავალფეროვნებას. ვერავინ შეძლოს ერთპარტიულობაში ქვეყნის დაბრუნება.

 

ამ ეტაპზე ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობის გაჩენა გამოიწვევს არსებული ტოტალიტარიზმის ნიშნების მსხვრევას. იმჰოტეპი ჩანასახშივე უნდა მოვკლათ და ერთადერთი გზა არჩევნების გზით სოციალური განწყობილებების გამოკვეთაა.

 

ოპოზიციური ძალების გაძლიერება განაპირობებს პლურალისტული გარემოს ხელშეწყობას, ბიპოლარული,კონფრონტაციული ფსევდოდემოკრატია კი წარსულში გადავა.

 

ანუ ამ შემთხვევაში არ დგას პრობლემა,თუ რომელი „ზევსი“ და მასთან დააახლოებული ღმერთუკები დაიკავებენ ოლიმპოს მთას, არამედ ეცემა პასუხი გენერალურ კითხვებს-

 

შესაძლებელია კი თვითონ ჩვენ მშვიდობიან ცვალებადობას მივეჩვიოთ???

1990 წლის შემდეგ შედგება პირველი პრეცედენტი?

გვინდა დემოკრატია თუ კვლავინდებურად ერთფეროვან სამყაროს ავირჩევთ?!

 

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, პრობლემა საკუთარ თავთან გამკლავებაა + „ჩვენ ვინ გვეკითხება“ კონფორმისტული ფილოსოფიის დამარცხება.

 

არა, თავისუფლებას მარტო არჩევნები ვერ მოიტანს.საერთოდ,თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა, მას პანაცეად სულაც არ ვთვლი,თუმცა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კატალიზატორი ამოყირავდეს ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული „პროგრესული არისტოკრატიის“ მითი,სადაც ხალხის ადგილი ურჩის ან დამჯერის სტატუსია და არა გადასახადის გადამხდელის, ამომრჩევლის ფუნქცია , რომლის შემთხვევაშიც ხელისუფლება იკავებს დაქირავებულის სტატუსს.

 

მესმის, სტიგმების მოხსნას მარტო პოლიტიკაც არ განსაზღვრავს, კიდევ წლები გვესაჭიროება დალაგებული ქვეყნის კონტურების შექმნისთვის,მაგრამ ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის თითოეული ჩვენთაგანის იმჰოს არსებობა გარანტიაა, რათა იმჰოტეპი უნებლიედ არ გაგვიცოცხლდეს....

 

ps, ეს ნოუთიც ერთი იმჰოა და არა ჭეშმარიტების გადმოცემის სურვილი

4 Comments


Recommended Comments

"„ეროვნულებმა“ ნარცისული ნაციონალიზმით ჩაკლეს პატრიოტიზმის გრძნობა,"

 

ორი ვარიანტია"

ა). საკუთარი უსუსრობის გამართლების მცდელობა;

ბ.). ჩადენილი დანაშაული გამრთლებიც მცდელობა.

ფაქტობირვად ამას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია, ყველაფერი დანარჩენი არის უაზრო ბლა, ბლა რომლითაც იმ მთავრის შეფერადებას ცდილობ.

 

პ.ს. დანაშაული არ არის აცუილებელი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. მაგალითად დამნაშავეების მხარდაჭერაც დანაშაუალდ ითვლება.

ლინკი

"„ეროვნულებმა“ ნარცისული ნაციონალიზმით ჩაკლეს პატრიოტიზმის გრძნობა,"ორი ვარიანტია"ა). საკუთარი უსუსრობის გამართლების მცდელობა;ბ.). ჩადენილი დანაშაული გამრთლებიც მცდელობა.ფაქტობირვად ამას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია, ყველაფერი დანარჩენი არის უაზრო ბლა, ბლა რომლითაც იმ მთავრის შეფერადებას ცდილობ.პ.ს. დანაშაული არ არის აცუილებელი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. მაგალითად დამნაშავეების მხარდაჭერაც დანაშაუალდ ითვლება.

ა) უსუსურნი ყველანი აღმოვჩნდით

ბ) დანაშაული არავის წინაშე არ მაქვს ჩადენილი

ნარცისული ტენდენციები კი იყო ტრაგედია,რომელმაც დამარხა ის ღირებულებები ,რაც ეროვნულ მოძრაობას ქონდა.ეს გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე მოხდა .

არანაირი დანასაული არ მაქვს ჩადენილი .

ლინკი

ლაშა. გამსახურდია ეროვნული მოძრაოების ერთ–ერთი მონაწილე იყო და არც მე ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებას.

სიმართლე გითხრა არ ვიცი რას ცდილობ ჟურნალისტიკას თუ ბლოგერობას, მაგრამ როდესაც დაწერ: ‎(„ეროვნულებმა“ ნარცისული ნაციონალიზმით ჩაკლეს პატრიოტიზმის გრძნობა) და თან ეროვნულს ბრჭყალებში მოათავსებ, ამით ვერდიტი გამოგაქვს.

არც შენდ და არც ბევრ სხვას ჩემი ჩათვლით არა აქვს უფლება ისტორიულ მოვლენებზე ვერდიქტის გამოტანისა. ამას ბევრი მიზეზები გააჩნია და შორს წგვიყვანს. სწორი იქნება როდესა ბრჭყალებს მოაცილებ და წინ აუცილებლად დაურთავ "მე ასე ვფიქრობ", ან "ჩემი აზრით". ასე რომ მოქცეულიყავი, მაშინ ასობით მაგალით, დოკუმენტს და არგმენტს მოგიყვანდი იმისა, რომ ცდები, მაგრამ არ გავეკთება მას, რადგან შენ უკვე ვერდიქტი გამოიტანე და კამათი აზრს კარგავს.

ასე რომ ამ შემთხვევასი ჩემი პასუხი ადეკვატური იყო.

ზემოთ ახსნილიდან გამომდინარე ამ პასუხს კიდევ დავამატებ იმას, რომ თქვენთვის ეროვნულები არიან ფიდარასტები და ფულის ტომარა და ღემრთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს "ეროვნულობა". ნუ ფაქტობრივად დიდი ტრაგედია არ ქინება, რამეთუ თქვენ ეს ეროვნული არასოდეს გადარდებდათ.

ლინკი
×
×
  • შექმენი...