ჯანადცვის მინისტრის მოადგილე: მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს
მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ვფიქრობ, ის პროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაგეგმილი, აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედპერსონალთან კომუნიკაცია გაგრძელდება.
„სამუშაო რეჟიმში ვართ, ყოველდღე მოვალთ. მთავარი ამოცანაა, რომ კლინიკა მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა თანამშრომელთან. იმისთვის, რომ პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივიტანოთ. ვფიქრობ, ნორმალიზებისკენ წავა სიტუაცია. ის პროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაგეგმილი, აუცილებლად განხორციელდება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ძალიან რთული იქნება, რომ შუალედურ ეტაპზე კლინიკამ არსებული რეჟიმით გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს საჭიროებს, ხოლო, რაც შეეხება პერსონალს, აღნიშნავენ, რომ საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.