Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმერეთს ეწვია


ვროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, იმერეთის რეგიონს პირველად ესტუმრა - სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა რეგიონული განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, გარემოს დაცვა, განათლება, უნარების განვითარება და სხვა.

„ელჩმა ჰერჩინსკიმ ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან. მათ ერთად მოინახულეს ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილია. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებებისა და უთანაბრობების შემცირებას, რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. 2021-2022 წლებში იმერეთის რეგიონისთვის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 71 პროექტის განსახორციელებლად, 65 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დამატებითი ინფორმაცია: https://eu4georgia.eu/regions/

ვიზიტის პირველ დღეს, ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების კომპოსტირების პირველ ცენტრს ეწვია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

დღის ბოლოს, ელჩი ჰერჩინსკი დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებსა და რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ESCAPE და LEARN პროექტების დახმარებით ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს და დასაქმდნენ. დამატებითი ინფორმაცია: Skills4Jobs

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ჰერჩინსკი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ მათ კითხვებს უპასუხა.

ელჩი ჰერჩინსკი ასევე ეწვევა წყალტუბოს, სადაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხვდება. შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტებზე ისაუბრებენ. ელჩი LAG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტს - „თეთრა მღვიმეს“ მოინახულებს, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ვიზიტი შედგება მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია „ჰერბიაშიც“, რომელმაც, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, წარმოების გასაფართოებლად და საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...