Jump to content
Planeta.Ge

რუს მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვის მიზნით პასპორტებს ართმევენ


რუსეთის უშიშროების სამსახურები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მაღალჩინოსნებს და აღმასრულებელ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვის მიზნით, პასპორტებს ართმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, საბჭოთა დროიდან მოყოლებული აქამდე, რუს ოფიციალური პირებს, რომლებსაც საშუალო დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა ჰქონდათ, მოეთხოვებოდათ, თავიანთი პასპორტები დატოვებინათ მათი სამინისტროებისა და კომპანიების ,,სპეციალური დეპარტამენტების" სეიფებში. თუმცა, როგორც Financial Times-ი ყოფილ ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები იშვიათად აღასრულებდნენ წესებს. ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაფართოვდა გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთმა უცხოეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით, გაამკაცრა შეზღუდვები მათთვის, ვინც ,,სენსიტიურ" თანამდებობებზე მუშაობს.

,,ამისთვის უფრო მკაცრი წესებია. ზოგან ისინი ფორმალიზებულია და ზოგან დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, კონკრეტულ თანამშრომლებზე. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ამ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმო," - აღნიშნავს პესკოვი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...