Jump to content
Planeta.Ge

თაკო ჩარკვიანი: ბოკერია და მისი ცოლი ვერ მოიცილა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა


თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში ამჟამად პარტია ,,ევროპული საქართველოს,“ წარსულში კი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერსა და ყოფილი მაღალჩინოსნის გიგა ბოკერიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ მოიცილა. ჩარკვიანის თქმით ბოკერიამ ზურგში დანა ჩაარტყა თავის პრეზიდენტს, რომელთანაც, მისივე ვარაუდით, შესაძლოა თავის დროზე, არასწორი ინფორმაცია მიჰქონდა.

,,იცით, რომ მაშინ ინფორმაცია პრეზიდენტამდე უშიშროების საბჭოს მდივანს მიჰქონდა? მე გეკითხებით, სად არის გარანტია, რომ ბოკერიას სწორი ინფორმაცია მიჰქონდა?

ამ ორ ტიპს, ერთს, უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც მიწაში დებს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს, ბოკერიას და მის ცოლს ვგულისხმობ, რომელიც ვერ მოიცილა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა რომელიც გაანულა ხალხმა, მაგრამ ჟურნალისტები არ ანულებთ. გაანულა ხალხმა, ისე ეზიზღება. რატომ? იმიტომ, რომ არც საკუთარი პრეზიდენტის ფასი იციან, არაფრის ფასი არ იციან. დარბევა შეეძლოთ მარტო.

ბოკერია და ჩერგოლეიშვილი თუა ქართული პოლიტიკა, არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში. რაღაც უნდა დასრულდეს, ცოდოა ხალხი, ცოდონი არიან ახალგაზრდები. მე თამამი იმიტომ ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკაში არ ვყოფილვარ. 2018 წელს გამოვედი ძალა ერთობაშიას გამო, დავდეთ უმაგრესი შედეგი, იმიტომ, რომ გავერთიანდით. ბოკერიამ ვერ გადაიტანა ეს გაერთიანება და თავზე დაგვალეწა ნიკა მელიასთან ერთად, ძალა ერთობაშია. მივიღეთ ეს წუმპე, სადაც ვართ. ახლა ივანიშვილს ეშინია, ქმნის ახალ პარტიას, ყოველ შემთხვევაში, ქმნიდა. გამოვიტანე ინფორმაცია, გაუსკდათ გულები ამას (ბოკერიას) და მელიას, იმიტომ, რომ სერიოზული გეგმა დავალეწეთ თავზე.

აბა, დავუშვათ, რომ ივანიშვილმა ახალი ფეიკ პარტია შემოგვაჩეჩოს? ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს გვამები შემოდეს სახურავზე, მე ოპოზიციაში ვიყავი და პასუხს ვთხოვდი. თქვენ კალაძის გიკვირთ და ბოკერიასი არ გიკვირთ? მთლად მისი გუნდის წევრი რომ იყო და ზურგში დანა რომ გაუყარა თავის პრეზიდენტს? ხალხო, მოდით, ცოტა ფხიზლად ვიყოთ.“ - განაცხადა პარტია ,,კანონისა და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...