Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვი: ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, ამაში დამნაშავეები თავადვე არიან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, რაც მისივე მტკიცებით, თავად ორგანიზაციის ბრალია.

,,ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, მაგრამ ამაში თავადაა დამნაშავე. სწორედ ევროკავშირის ქვეყნები და კავშირის ხელმძღვანელები ხომ ღიად აცხადებენ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის სტრატეგიული დამარცხების აუცილებლობის შესახებ? კიევის დამნაშავე რეჟიმს იარაღითა და საბრძოლო მასალით ტენიან, უკრაინაში ინსტრუქტორებს და დაქირავებულებს გზავნიან. ამ მიზეზებით, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად აღვიქვამთ". -განაცხადა ლავროვმა.

მისი აზრით, რუსეთმა ამ სიტუაციიდან ,,აუცილებელი დასკვნები" გამოიტანა და საპასუხოდაც  ,,საჭიროების შესაბამისად ხისტად", მაგრამ ,,რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და დიპლომატიურ პრაქტიკაში საყოველთაოდ მიღებული ურთიერთგაგების პრინციპით" იმოქმედებენ.

რუსეთის საგარეო უწყების მეთაურის თქმით, ფედერაცია ევროკავშირთან დიალოგის გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ინტერესების შესაბამისად, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში იყო გაწერილი.

,,თუ ევროპელები რაღაც მომენტში უარს იტყვიან ანტირუსულ კურსზე და აირჩევენ რუსეთთან ურთიერთსასარგებლო დიალოგს, ჩვენ მათ შეთავაზებას განვიხილავთ და გადაწყვეტილებას ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მივიღებთ. ისევე, როგორც ეს  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში" დამტკიცდა, - აღნიშნა ლავროვმა.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა   ხელი 31 მარტს მოაწერა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...