გაეროს მონაცემებით უკრაინაში, მიმდინარე წლის მარტში 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა
უკრაინაში, მიმდინარე წლის 1- 31 მარტის პერიოდში, ომის შედეგად 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, მარტში უკრაინაში 178 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 587 კი - დაშავდა.
გაერო-ს განმარტებით, მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღის, ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით.
ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 8 451 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 14 156 დაშავდა.
ამასთან, გაერო-ში განმარტავენ, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ინტენსიური საომარი მოქმედებების ზონიდან მონაცემების მიღება გვიანდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.