რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესაზე დრონების საშუალებით საჰაერო იერიში განახორციელეს
რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესაზე თავდასხმა დრონების საშუალებით განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური კრუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრიუკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.
საბრძოლო დრონების განადგურების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ საჰაერო ძალებშიც ადასტურებენ.
„საერთო ჯამში, დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების 17-მდე გაშვება, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. განადგურებულია 14 „შაჰედი“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო თავდაცვა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.