Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    15
  • comments
    2
  • views
    58.195

შსს–ში 60–კაციანი დაჯგუფება ,,ჰიდრა" ,,ნაციონალების" სასარგებლოდ მუშაობს...


lala

2.273 views

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ უწყებაში ისევ ის ადამიანები სხედან თანამდებობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ, რომლებიც შემჩნეული არიან განსაკუთრებულ დანაშაულებში. ეს არის 60-კაციანი ჯგუფი, რომელიც მართავდა ქვეყანაში ტერორის პოლიტიკას. აი, ამ ჯგუფის წევრები დღეს ისევ არიან ამ თანამდებობებზე. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ტიპის ფრაზა, რომ სჯობია ესენი კვლავ თანამდებობებზე იყვნენ, ვიდრე ქუჩაში. ამ ფრაზას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, მე ვიცი დღეს რა რთულ მდგომარეობაშია ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კოაბიტაციაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ღარიბაშვილს პირადად, ტოტალურად ატყუებენ, გააზრებულად და მიზანმიმართულად. ამას სჩადიან ის ადამიანები, ვინც დღემდე ინარჩუნებენ სამინისტროში თანამდებობებს. ისინი დღევანდელ მინისტრს აჩვენებენ, რომ არიან კომპეტენტურები და მათი გამოყენება არის საჭირო. მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ 60-კაციან ბირთვზე. ეს 60-კაციანი ბირთვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნან საშანტაჟო ფორმატი....მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული მასალები ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებებზე და ცდილობენ, ამ მასალის მეშვეობით აშანტაჟონ დღევანდელი ხელისუფლება. კომპრომატები მათ არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე აქვთ, არამედ ჟურნალისტებზე, მეწარმეებზე, საზოგადოების წარმომადგენლებზე, სხვადასხვა ტიპის კომპრომატებია, შეიძლება ეს იყოს დელიკატური ტიპის მასალებიც, მათ პირად ცხოვრებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს კომპრომატი იყოს მასალები მეწარმეების ბიზნესსაქმიანობაზე. სქემა იყო ასეთი - თვითონ უბიძგებდნენ გადაცდომისკენ და შემდგომ კომპრომატად დებდნენ მას. მთავარი არის ის, რომ ესენი არიან ინფორმაციის მატარებელნი და არა ის, რომ მათ საქმე იციან და ინახავენ სამინისტროში იმ 60-კაციან დაჯგუფებას...წარმოიდგინეთ, ამ კომპრომატების გამო ერთმანეთი რა დღეში ჰყავთ, ამიტომ არის, რომ "ჰიდრა" უნდა გაისრისოს. ანუ ის 60 ადამიანი თავისი კომპრომატებით უნდა გაისრისოს და თუ ამ კომპრომატების დემონსტრირებას მოახდენენ, როგორც ისინი იმუქრებიან, სხვათა შორის, ვიდეოკომპრომატებიც აქვთ, მათ შორის რამდენიმე დეპუტატზე, აი, იმ კომპრომატებს უნდა შეეწირონ, ზუსტად. რაც შეეხება ვანოს სიურპრიზს, ვიცი, ძალიან აქტიურად მუშაობენ. წინა კვირას ვიყავი კახეთში და ჩემი თვალით ვნახე, როგორ მუშაობენ "ნაციონალების" აქტივისტები, თუ რამდენ ფულს ჰპირდებიან, 400-დან 1500 ლარამდეა საუბარი. ორიენტირებული არიან, მოხდეს ნებისმიერი ექსცესი ქვეყანაში. ამ ხალხს აგროვებენ არა მარტო ფულით, არამედ კომპრომატებით. 80 ათასი კაცი უნდა გამოიყვანონ რუსთაველზე, ეს არის კონკრეტული ციფრი, რომელიც მთლიანად რუსთაველს ავსებს. ვფიქრობ, ეს აქცია ორიენტირებულია სამოქალაქო დაპირისპირებაზე".

 

(,,ალია"N28(2782); ავტორი:ნინო სამხარაძე)

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...