,,ოცნება" შუალედურ არჩევნებსაც არ თმობს
ინტერვიუ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ჩემი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ ელისო კილაძესთან
..ქართულ ოცნებას" უნდა გამოეჩინა კეთილი ნება, როგორც გამარჯვებულ კოალიციას და შუალედური არჩევნები სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის უნდა დაეთმო, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდეს, ,,ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური თამაშის წესებს ამკვიდრებს და სხვა პოლიტიკური მოთამაშეები, თუნდაც ნინო ბურჯანაძე, გადადის თამაშგარე მდგომარეობაში. როცა ქვეყანაში არის მხოლოდ ორი ძალა, იქ ყოველთვის არსებობს სხვადასხვა კულუარული გარიგებების შესაძლებლობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საღმა პოლიტიკურმა ძალებმა კონსულტაციები უნდა დაიწყონ მეასამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, მაქვს ინფორმაცია, რომ ნაძალადევის რაიონს დაჟინებით ითხოვდა ირაკლი ალასანია. მოგეხსენებათ, თეა წულუკიანმა გაიმარჯვა იქ და აუცილებლად ,,დემოკრატებისგან" უნდა ყოფილიყო წარდგენილი კანდიდატი. ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი ალასანიას დაუთმობდა ნაძალადევის რაიონს, თუნდაც იმიტომ, რომ მათ შორის რეალურად დაწყებული დაპირისპირება, რომელიც გაურკვეველ სტადიაშია გადასული, შეენიღბათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილი ხელოვნურ გარიგებებზე არ წავიდა და ეს კვოტა ,,რესპუბლიკელებს" მისცა. ველოდი იმასაც, რომ ბიძინა ივანისვილი კეთილ ნებას გამოიჩენდა და ნაძალადევის რაიონში სოსო მანჯავიძეს კონკურენტს არ დაუყენებდა. მომწონს თუ არა ვინმე, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, ციხის სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებულმა ყველა პიროვნებამ ძალიან დიდი რისკი გასწია, ერთ-ერთი მათგანი კი ამ ჯგუფიდან, არის სოსო მანჯავიძე და ადამიანს ეს დამსახურება უნდა დაუფასონ".
(,,ალია"N26(2780); ავტორი:ნინო სამხარაძე)
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.