Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.498

სააკაშვილი ეროვნული უმცირესობების თემითაც მავნეობს


PLANETA_INFO

1.099 views

ინტერვიუ სამცხე–ჯავახეთის ყოფილ გუბერნატორ გიგლა ბარამიძესთან

 

,,არსებობს ვერსია, რომ სააკაშვილმა უცხოეთიდან მიიღო დავალება ეროვნული უმცირესობებისთვის ავტონომიის მინიჭების თაობაზე და ცდილობს, ეს დავალება პოსტიდან წასვლამდე შეასრულოს..

– ასეთი დავალება სახელმწიფო დონეზე არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არიან ფინანსურად ძლიერი, აგრესიული ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, ყველანაირი თანხა გადაიხადონ და თავიანთი სურვილები აისრულონ. საუბარი არ არის მხოლოდ სომხურ ლობიზე, თურქ–მესხებთან დაკავშირებითაც მუშაობდა ასეთი ლობი და ქვემო ქართლის საკითხებზეც. სააკაშვილი კი, ოღონდ ვინმემ ფული დაანახოს და, საკუთარ დედასაც გაყიდის.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე ნათელი იყო, რომ სააკაშვილი ამ კარტს აამოქმედებდა, საჯარო განცხადებაც გავაკეთე, მაგრამ ზომები არ მივიღეთ. შედეგი კი სახეზეა: აღარ გაჩერდა, უცბად გაახსენდა ეროვნული უმცირესობები და ჩახალიანი. ანეკდოტია, ტელევიზიით გამოვიდა და დაგვამუნათა: ჩახალიანი რომ გამოვუშვით, ახლა დაიწყებაო და ჩამოთვალა ქვეყნის ამოვარდნა, დაშლა და გაუბედურება. თვითონ რაც აქვს გულში, იმას აბრალებს ჩახალიანს. სააკაშვილი დღეს ყველაფერზეა წამსვლელი. რა კოჰაბიტაციაზეა საუბარი, მისი ჯგუფი მეხუთე კოლონაა და მათთან თანაცხოვრება შეიძლება?

პირადი ურთიერთობები მქონდა და მაქვს ტერ–პეტროსიანთან, ქოჩარიანთან, ნორმალური ურთიერთობა მაქვს სერჟ სარქისიანთან, გარეგინ მეორესთან, მის ძმასთან–ეზრასა და ბევრ სხვა პოლიტიკურ მოღვაწესთან, ამიტომ კარგად ვიცი, ოფიციალურ სომხეთში არ დგას ეს საკითხი. არც თავში უდევთ და არც გულში. მათ არ უნდათ ჯავახეთში დესტაბილიზაცია, არაფერში სჭირდებათ. წმინდა პრაგმატულადაც რომ ვიმსჯელოთ, შეუძლია სახელმწიფოს, რომელსაც პრობლემები აქვს ისლამურ სამყაროსთან, მეორე ფრონტი სხვაგან გახსნას? ეს ხომ გამორიცხულია. პირადადაც უთქვამთ: ჩვენს ინტერესებში ასეთი რამ არ შედისო და გულწრფელად იყვნენ დაინტერესებულნი, ჯავახეთში წესრიგი ყოფილიყო. გარედან ასეთი მხარდაჭერით, ქვეყნის შიგნით კიდევ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს წესრიგი ჩვენ დავამყარეთ და ჩავაბარეთ სააკაშვილს. ჯერ გასუსული იყო და ახლა გაახსენდა რაღაც პრობლემები. არადა ეგ რომ სტრასბურგის მაღაზიებში დადიოდა, ჩვენ ჯავახეთში ვმუშაობდით და ვაწყნარებდით სიტუაციას".

 

(,,ვერსია"N34(790); ავტორი:დავით დევიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...