სტუდენტური თვითმართველობების უცნაურ არჩევნებზე
ოთხმოცდაათიან წლებში მაშინდელი სტუდენტური კავშირების ინიციატივით უნივერსიტეტში იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომლის გამარჯვებულიც „მოქალაქეთა კავშირის“ დადგმულ რაღაც ახალგაზრდულ შოუში უნდა გამოსულიყო.
http://ninnaka.files.wordpress.com/2011/06/shevi.jpg
როგორც ნავარაუდევი გახლდათ, შევარდნაძემ „დაამარცხა“ ოპოზიცია, წამყვანმა ნიკა ლომიძემ კი საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდების ბებერი , სამაგიეროდ პროგრესული რჩეული. :დ ამას მოყვა სიმღერები, ტაშფანდური, ხოლო სუუუულ ბოლოს ..... ჩაბნელებული თბილისის ქუჩები.
http://www.youtube.com/watch?v=K4h5thjwbmc&feature=related
1999 წელი რამ გამახსენა?
უნივერსიტეტში კვლავ მორიგი ცირკისთვის ემზადებიან, „უპარტიო“ თვითმართველობის ლობისტები ცდილობენ „არჩევნების მეშვეობით“ მასხრად აიგდონ სასწავლებლის პრესტიჟი, ალბათ ახლაც გაღიმებული „სტუდკავშირელი“ ბიჭები შევლენ საკუთარ ჯგუფებში, დაიგინებიან, რომ პირადი კარიერისათვის ესაჭიროებათ კურსელების ხმა და მეგობრებს თხოვენ არ დაიზარონ არჩევნებზე მისვლა. დიდი ალბათობით, ისინიც ბეკეკებივით გაყვებიან. შედეგი?
დეჟავუ...
პრობლემა ნაწილობრივ საბჭოთა წარსულსაც უკავშირდება, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში არსებობდა პირველადი კომკავშირული რგოლები. ეს იყო სტუდენტებისგან გარიყული, კარიესტ-მედროვეთა ჯგუფი, რომელთაც უფრთხოდა პატიოსანი ადამიანი.
„ეროვნული მოძრაობის“ აღზევისთანავე მაშინდელი ახალგაზრდების აქტიური ნაწილი ამ ფენომენს აუჯანყდა და სტუდენტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, „სტუდკავშირების“ ფორმირების იდეით გამოვიდნენ.
ახალ დროებაში სტუდკავშირებს და რექტორატს შორის ურთიერთობა ნელნელა შეიცვალა. თუ პირველ ეტაპზე ინსტიტუტების ხელმძღვანელობა ფრთხილად ეკიდებოდა რეალობას და ახალი ლიდერებიც ცდილობდნენ თანამშრომლობის აურა შეექმნათ, შემდეგ აუცილებელი გახდა რექტორის პირადი ვიზა თავმჯდომარის დასანიშნად . ნელნელა სტუდკავშირები შიდაბიუროკრატიის ნაწილად იქცა, მიეწება ადმინისტრაციას, დაკარგა კავშირი უშუალოდ თანატოლებთან.... სამაგიეროდ მათი სახელით სპეკულირების საშუალება მიეცათ.
ტრანსფორმირდა ფორმალური არსიც
„პროფესიულ კავშირებზე“ ორიენტირებული სახელწოდება ერთი შეხედვით, უფრო პატიოსანი ტრაფარეტით შეიცვალა
„სტუდენტური თვითმართველობა“,
თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით მოვლენებს, ნებსით თუ უნებლიედ სტრუქტურა დაუბრუნდა კომსომოლურ საწყისს.
აღარავინ საუბრობს სტუდენტთა მონაწილეობაზე უნივერსიტეტის არჩევით ორგანოებში, აქტუალური არაა წევრების უფლებრივი სტატუსი თუ თემატური ჯგუფების ხელშეწყობის თემა. სამაგიეროდ თვითმართველობები გახდა მმართველი პარტიის პოლიტიკის ნაწილი.
თუ მოქკავშირის დროს შეფუთული სახით მაინც ხდებოდა, ახლა, ხელისუფლება მოურიდებლად ხელებს აფათურებს მის მართვაში და როგორც წესი, პენსიონერი „ლიდერები“ სერიოზულ თანამდებობებსაც იკავებენ წასული საქმიანობის დაფასების გამო.
„ჩვენ უპარტიოები“ ვართ- ყვიროდნენ მოქალაქეთა კავშირის მიერ მართვადი სტუდლიდერები.
დილით უნივერსიტეტებში ბირჟაობდნენ, საღამოს კი ლერმონტოვის ქუჩაზე განლაგებულ მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ოფისში ინაცვლებდნენ.
თუ პატარა სასწავლებლებში ეს პრობლემა ნაკლებად ვნებდა გარემოს და ზოგგან,მათ შორის ჩემს ინსტიტუტში მეტნაკლებად დამოუკიდებელი ადამიანებიც ახერხებდნენ თანამდებობის დაკავებას, თსუ მუდმივად იყო პოლიტიკური სიბინძურის ფრქვევის ადგილი.
აღნიშნულში წინა რექტორების დიდი დამსახურებაცაა და მათი მხრიდან გაუგებარი ლოიალურობა ნეოკომსომოლების ამბიციებისადმი.
ყველაზე დიდი შეცდომა,რაც სტუდენტურ თვითმართველობებს უკავშირდება, ესაა გადაჭარბებული ძალაუფლების ბერკეტების გაცემა, სოლიდური ფინანსური ინტერესების მართვის შესაძლებლობა .
რაც მთავარია, მოხდა ე.წ არჩევნების ფენომენის დამკვიდრება ,რომლის მეშვეობითაც სტუდენტების ერთი კასტა ტკბება ფულით თუ ძალაუფლებით, ხოლო სხვებს კი შეუძლიათ მხოლოდ სიმწრისგან გაიღიმონ.
15 წელია ვერ დამკვიდრდა გარკვეული ნორმები,რომელიც საშუალებას მისცემდა ყოველი არჩევნები გამხდარიყო აქტი დისკუსიის რეჟიმის დასახვეწად და არა ძალაუფლების ასაღებას
ვერ (არ) შეიქმნა ფინანსების მართვის უფრო გამჭვირვალე მექანიზმი , ხოლო სტუდთვითმართველობას ეზრუნა სტუდენტების ჩართულობაზე მის მუშაობაში და არ იყოს,როგორც დღეს,უნივერსიტეტის რაღაც ელიტა,რომელიც მხოლოდ იმიტომაა სათავეში,რომ კარგი მფარველები ყავს.
არსებობს დიდი საერთაშორისო გამოცდილება და ამავდროულად კომსომოლური წარსული.
მე მოვუწოდებდი სტუდენტებს გადახედონ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და ზუსტად არგუმენტებით დაიწყოს რეფორმირების პროცესი.
ეს ამ თაობის გასაკეთებელია. მათი სამუშაოა. სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თაობასავით უძლურნი აღმოჩნდებით ანუ მისცემთ მედროვე თანატოლებს კომსომოლის ფაქტიური რეაბილიტაციის შანსს.
მაპატიეთ პირდაპირობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. აქ საუბარი არ ეხება მარტო ამ სტრუქტურას, არამედ ახალგაზრდების უნარს წინ აღუდგნენ ნეგატივს და კბილებით გაიტანონ საკუთარი სიმართლე.
ამიტომაცაა თემა ბარომეტრი საით წავალთ ,ვინ წამოვა მომავლი თაობიდან -დაზომბილი კომსომოლები+ იმპოტენტი, დაკარგული თაობა თუ სხვადასხვა აზრზე მყოფი, მაგრამ თავისუფალი , ენერგიული NEW GENERATION.
ნაციონალები „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ სახელით ცდილობენ გაიმარჯვონ .
არა, თურმე არ ყოფილა პარტიული ორგანიზაცია. :დ
პრობლემა არაა, თუ სტუდენტს აქვს პოლიტიკური ხედვა. აღნიშნული მისი პირადი საქმეა და ზრდასრულ ადამიანს საკუთარ აზრს ვერავინ აუკრძალავს. გარდა ამისა, უცხოეთის ქვეყნებში ნორმალურ მოვლენად ითვლება ერთ პლატფორმაზე მდგომი სტუდენტების ალიანსები თუ ორგანიზაციები.
მათი მხრიდან ბუნებრივად ჩავთვლიდი ნაცმოძრაობასთან დემონსტრაციული ერთობის დაფიქსირებას . უნივერსიტეტების, სასწავლო პროცესის გარეთ მუშაობას თავიანთი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდისათვის , რაც სავსებით არ ეწინააღმდეგება ეთიკურ კანონებს.
ანალოგიურად იმოქმედებენ სხვებიც, თუმცა როდესაც ასეთი ორგანიზაცია არჩევნების გზით ხელში აიღოს უნივერისტეტის სტუდენტების სახელით საუბრის მონოპოლია, ეს შაანსი არავის არ უნდა მიეცეს!!! უნდა დაიხვეწოს არამარტო არჩევნების პროცედურები, არამედ სტუდენტური თვითმართველობის დებულება,რათა არ მოხდეს კომსომულური წარსულის სრული სახით დაბრუნება.
პლურალიზმი ესაა დემოკრატიზაციის თანმდევი პროცესი.ა.გ კი საჭიროა შევეგუოთ მას. „არ ვარ პარტიული“ და თან კრიშებზე ზრუნვა დიდი აბსურდია. ყველაფერში მაქსიმალური გამჭვირვალეობაა საჭირო.
უნივერსიტეტებმაც უნდა იზრუნონ არ დაუშვან დაწესებულებათა პოლიტიზირება . დაიცვან საკუთარი ავტონომია.
ამავდროულად წესების ფარგლებში დისკუსიები, პოლემიკა ,აზრის გამოხატვა გარდაუვალია, მითუფრო დღევანდელ საქართველოში.
ერთია საუნივერსიტეტო თვითმართველობა,მეორეა, სტუდენტთა უფლებების დამცველი, თემატური ან თუნდაც პოლიტიკური ორგანიზაციების ფუნქციონირება. ყველა ამ ტიპის ორგანიზაცია ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას...
არ მაინტერესებს ვინ იქნება სტუდთვითმართველობათა სათავეში. მაშფოთებს მექანიზმი,რომელიც მუტანტის ორგანიზმს დაემსგავსა.
მე მოგიწოდებთ უფრო მეტად პატიოსნები იყოთ და არავინ აყვეთ ნაცაქტივს ლოზუნგში „არ ვარ პარტიული“ მაგრამ .... თუ ხართ, თქვით... არაფერი „გასატეხი" არაა.
არა? ეს თქვენი ნებაა,მაგრამ იყავით, ვინც ხართ და არა ყალბი სათამაშოები უფროსების ან თანატოლების ხელში.
მაპატიეთ,თუ ჩათვლით უფროსი ადამიანის მენტორულ ტონად,მაგრამ ჩვენც გვეხება, ჩვენი შეცდომების შედეგებთან გიწევთ ურთიერთობა. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ ჩემი ჩანაწერი თემაზე, რომელიც ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილს პირდაპირ უკავშირდება.....
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.