მეგობართან ერთად სტუდენტურ ტურნირებს ვატარებდი და მიწევდა მაშინდელ კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტებში სიარული.
ეპიზოდი 1 სამედიცინო ინსტიტუტი "......"
შიგნით კარგად გარემონტებული აუდიტორიები დამხვდა, მოწესრიგებული გარემო, კონტიგენტი ნორმალური,მაგრამ ერთმა დეტალმა მიიპყრო ყურადღება- კედლები რექტორის სურათებით იყო გავსებული , ყველა ადმინისტრაციულ ოთახში მისი სათვალებიანი სახე მიყურებდა + დამხვდა პრორექტორი იდეოლოგიურ მუშაობაში(სამედიცინო ინსტიტუტი !!!), რომელსაც თავისთან პატივცემული გვამის ერთის მაგივრად რამდენიმე პორტრეტი ქონდა "დაინსტალირებული".
ეპიზოდი 2 უნივერსიტეტი"######"
დაკავებული ქონდათ 2სართული, ქვევით ცოტა ავი დარაჯი, მომღიმარი რექტორი,მაგრამ რამდენჯერაც შევხვდი, იმდენჯერ თავისი წარსული გამოცდილების ფოტოები გადმომიღო. შეგვპირდებოდა ოქროს მთებს და რათქმაუნდა გადაგვაგდებდა ))
ერთხელაც გაზეთში ამოვიკითხე, ეს სასწავლებელი მისი სახელობის გამხდარა და შემეცოდა, ეტყობა მოკვდა კაცი , თან ცოტა გამეხარდა, იქნებ მემკვიდრე მაინც დამხვდეს ცოტა ადეკვატური. ვესტუმრე, ველი მის მემკვიდრეს და უცებ ნაცნობი ძია არ გამოვიდა? რა მექნა? ზომბი ბაბუას დავემშვიდობე.
ეპიზოდი 3 ....ეპიზოდი 4 ნამეტანი იქნება :დ
ეს ისე, პატარა ინფორმაცია განსჯისათვის
დასკვნებით სპეციალურად არ „გავაჯაზებ“ თქვენთვის მომინდია ;)
ვიცი "ვაპრავებ, ამის დასაწერად არ შეწუხდეთ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.