Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.502

19 აპრილს შესაძლოა ,,ნაციონალები" დასრულდნენ


PLANETA_INFO

1.057 views

ინტერვიუ ,,სახალხო პარტიის" ლიდერთან და უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილთან

 

 

,,19 აპრილი – ეს არის ,,ნაციონალების" მომხრეების გამხნევების დღე, შეკრებენ მათ, ვინც დაკითხვაზეა დაბარებული, ასეთი კი უამრავი ადამიანია ,,ნაციონალებში", საუკეთესო შემთხვევაში ეს ხალხი გადაკეტავს რუსთაველს და თუკი სააკაშვილი გამოიყენებს თავის ბერკეტებს, მხოლოდ მივესალმები ამ ამბავს. ჩემს გეგმებში ჯდება, დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გადალახოს ბარიერი. ვიღაცეებისაგან განსხვავებით, ეს არ მაშინებს, მიხარია...თუ ამას გააკეთებს სააკაშვილი, დაასრულებს ,,ნაციონალურ მოძრაობას", ბატონ ბიძინას იმას ვთავაზობდი, რომ ხელოვნურად გამოგვეწვია კრიზისი, არ დაგვემტკიცებინა ბიუჯეტი და დამდგარიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგში. თუ სააკაშვილი ამას თვითონ გააკეთებს და იმ ტოტს მოიჭრის, რაზეც ზის, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამ იდეის განხორციელებაში სააკაშვილის მოწინააღმდეგეები თავისი თანაპარტიელები იქნებიან, თორემ ჩვენ რა გვედარდება. ,,ნაცმოძრაობა" – ეს არის ისტორიის გადაშლილი ფურცელი, რაც მალე დამთავრდება, უკეთესია. ამის უმოკლესი გზა არის არჩევნები და რაც მალე იქნება, მით უკეთესი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დასავლეთის ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ახალი ხელისუფლების მიმართ შესაძლოა, ხელისუფლების დამხობას ხელი შეუწყოს. ეს ახლოსაა ლოგიკასთან, ხელები მექავება, როდის განხორციელდება ,,ნაციონალების' მხრიდან ამის მცდელობა. მოუთმენლად ველი , გველეშაპის თავი ბოლომდე გავჭყლიტოთ".

 

(,,კვირის ქრონიკა"N10(584); ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...