Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.502

ვინ იქნება ,,საზმაუს" ახალი შეფი


PLANETA_INFO

1.376 views

,,დღეს ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს" არც გენდირექტორი ჰყავს და არც საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ამ ვაკანსიებზე არაერთი კანდიდატურა განიხილება. შესაძლოა, დირექტორად ,,იმედის" ყოფილი შეფი, გიორგი არველაძე დანიშნონ, რადგან ეს ბიჭი, ,,ნაცების" ნებისმიერი სურვილის უსიტყვო შემსრულებლადაა ცნობილი. კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სააკაშვილი მზადაა, მანანა მანჯგალაძეს შეელიოს და ,,პირველი არხის" გენერალურ დირექტორად გაუშვას, ოღონდ კი ამ არხზე მისი გუნდის გავლენა არ შესუსტდეს. განიხილება ეკა კვესიტაძის კანდიდატურაც.. თუმცა არ არის გამორიცხული, კვესიტაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნოს – მას ორივე პოსტზე განიხილავენ. ჟურნალისტ ლიკა ხურციძესაც აქვს ,,მოამბის" უფროსის პოსტის დაკავების შანსი, ოღონდ, მინიმალური. ლაპარაკია ,,რუსთავი 2"–დან ,,კურიერის" პროდიუსერის, ნანა ინწკირველის გადმოყვანაზეც. მას საინფორმაციოს უფროსად მუშაობის გამოცდილება აქვს – ,,იმედში" ეს პოსტი ეჭირა. მოკლედ, ჯერ გაურკვეველია, ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილებს, მაგრამ ცხადია, ,,პირველ არხზე" არაფერი შეიცვლება.

და კიდევ, ჭანტურიას მმართველობის დროს გაჩენილი მუქთამჭამელები – 260 ადამიანი დღემდე გაფორმებულია ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში", იღებენ მაღალ ხელფასს, მაგრამ ისინი თვალით არავის უნახავს. ესენი არიან ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ოჯახის წევრები, ნათესავები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ზოგიერთი ,,ნაც–პოლიტიკოსის" საყვარელი. მაგალითად, ,,პირველ არხზე" გაფორმებულია სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს 50–მდე მოდელი და მათ თვეში 2000–დან 3000 ლარამდე აქვთ ხელფასი, ,,სამსახურში" კი ერთხელაც არ ყოფილან. პრინციპში მათ სხვა სამასახურისთვის უხდიან ამხელა გასამრჯელოს – ,,ნაციონალ' პოლიტიკოსებთან სექსისთვის...გიორგი არველაძის სტრიპტიზ ბარის ერთ–ერთი მოცეკვავეც ყოფილა გაფორმებული ტელევიზიაში, რომელიც ერთ–ერთი ,,ნაც–დეპუტატის' ძმის საყვარელია და თვეში 3000 ლარს უხდიან ,,ხელფასად".

მიხეილ სააკაშვილის სამი ყოფილი საყვარელიც იღებს ყოველთვიურად 3000–3000 ლარს და ისინიც მოდელები არიან....ამ 260 კაცის საშუალო ხელფასად 2500 ლარი რომ ავიღოთ, გამოდის, თვეში 65 000 ლარს იჯიბავენ, წლიურად კი – 7 მილიონ 800 000 ლარს"...

 

(,,კვირის ქრონიკა"N10(584); ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...