Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.501

რომელი ბობოლა ,,ნაციონალები" ,,გადაიბირა" უმრავლესობამ?


PLANETA_INFO

1.319 views

,,საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი სამზადისია, მარტის შუა რიცხვებში საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებს დაახლოებით 130 დეპუტატი მისცემს ხმას, ანუ უმცირესობიდან სადღაც 45 დეპუტატი, რაც ნამდვილად გაბერილი ჩანს, მაგრამ, როგორც უმრავლესობის ერთ–ერთი წევრი პირად საუბარში ამბობს, თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სააკაშვილის საპარლამენტო გუნდში ამდენი მომხრე გამოუჩნდებოდათ. მისივე თქმით, ასეთებად ძირითადად მაჟორიტარები მოიაზრებიან, გვარებიც უკვე დადგენილია და ამის გამო უმცირესობაში განხეთქილებაც დაიწყოო. ბუნებრივია,თუ მაჟორიტარების უმეტესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ,,ნაციონალებში" ოდიოზურ და ნაკლებად ოდიოზურ ფიგურებს შორის აუცილებლად გაირბენს ,,შავი კატა". წყაროს თქმით, ცვლილებებს მხარს უჭერენ: ანზორ ბოლქვაძე, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, გიორგი გოზალიშვილი (ამ ადამიანმა უკვე მოუხადა ბოდიში ბიძინა ივანიშვილს, ლაგოდეხში არ ვიქცეოდით კარგადო), გოჩა ენუქიძე, პაატა ლეჟავა, გურამ მისაბიშვილი და სხვები. ეს სია 100 პროცენტით არ არის დაზუსტებული, თუმცა, როგორც უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მანანა კობახიძე ამბობს, მაჟორიტარების გარდა რამდენიმე მძიმეწონიანი ,,ნაციონალიც" უჭერს მხარს აღნიშნულ ცვლილებებს, მაგალითად, გია ბარამიძე...,,ეს ადამიანი კერძო საუბრებში გვეუბნება: კი, ბატონო, მხარს გიჭერთ, მაგრამ მაინც დავილაპარაკოთო"_აცხადებს კობახიძე".

 

(,,ალია"N17(2771); ავტორი:გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...