Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    3
  • comments
    13
  • views
    23.521

T_A_T

2.608 views

მოკლედ დავაკოპირებ იმპრესიონისტულ გაფეისბუქებას.....გურჯულ მენტალიტეტზე ხომ არ გვებაზრა ქრისტისმიერო ძმებო და დებო?:)

 

გურჯულ-თურქული მენტალურპროვინციალურჰაბიტუსურესტეტიურჰიგიენურზნეობრივი შედარებითი დახასიათება , უღრმო ანალიზი და დასკვნა ( ღრმა)

 

 

კოელიო ჯერ სად ბანაობდა ნიშნების და ბედისწერის შესახებ 5 კილომეტრიანი ტრაქტატები რომ მქონდა გაშანშალებული. მოკლედ დააბათქეს ანტალიაში+ ბავშვიც ახიპიშდა რატომღაც, ანიმატორები ნერვებს მიშლიან სიწყნარე მინდაო და გადავწყვიტეთ ორდუში გაგვესქურა.მატარებლის ბილეთი "მოდერნიზირებულ " კუპეში( ტუდააბრატნი) & ზარი ბათუმში "ვინცხა როლანდთან"-რომელსაც უნდა ჩავესხით სამსუნში მიმავალ ავტობუსში.

კუპე დაგვხვდა ბრეჟნევისდროინდელი( იგივე ტრაწისფერი დერმატინის "აბივკა" + შარდის სუნი+ გაწეპილი მტვრის "ბუგაროკები" ყველგან-ის კი არადა ლენინგრადში რომ წამიყვანეს მე-3 კლასში და ციგნებში ნაყიდი"პედრო" მივაწებე მაგიდის ქვეშ-ისიც კი დამხვდა) იმ განსხვავებით რომ ლიონიას დროს ღია ფანჯრიდან მაინც შეისუნთაქვდი ჰაშორიოს, მიშამ კი ფანჯრები დაგმანა:(...მოკლედ წყლიდან ამოყრილი თევზებივით დაქაჩული თვალებით ჩავედით მახინჯაურში. ტაქსი. ავტოსადგური. სიბინძურე, ნაგვის გროვები( ზოგს ფასი აწერია და მაგით ხვდები ეს ნაგავი სავარაუდოდ ფეხსაცმლის ან ჭინჭების ზედახორაა...ან საკვების) გაურკვეველი არსებები სამაგიეროდ გარკვეული არომატით დაჭყიპინებენ, დაწანწალებენ ...აღმოჩნდა რომ ავტობუსი მარშუტკაა, რომელიც მიდის ტრაბზონამდე და იქ "გადაგვაბარებენ" ვიღაც თურქს რომელიც მიგვიყვანს ორდუმდე(!).

მარშუტკა: მძღოლი ფლოსტებში, დაბერილმუხლებიან რეიტუზში გასაპარსი-მურტალ პახმელიაზე.

მგზავრები: ბაქოელები( მიდიან ნათესავებთან რიზეში)

80წლის ბებო(?) ( გავიდა სარფში მოსაფსმელად და დაგვეკარგა-დაავიწყდა რომ მარშუტკა ელოდებოდა)

რუსი ოფიცერი(!) ოჯახითურთ

რუსულპასპორტებიანი ქართველები სოჭიდან

გამოსვლას ვაგვიანებთ- ველოდებით სუწინიორს რომელსაც მძღოლის გვერდზე 2 ადგილი დაბრონილი აქვს. მოასხეს "ნაშობა", დავიძარით.( რუსული შანსონების ღრიალის ფონზე)

ტრაბზონში დაურეკეს თურქს რომელიც დაგვხვდა ტრასაზე და შეგვიყვანა ავტოსადგურში. იდეალური სისუფთავე. მძღოლები თეთრ პერანგებში, გასვლისას სამივემ შეიბა ჰალსტუხი( დაუღეჭავი). ბავშვს ჩაი დაალევინეს-თან რომ არ დაფუფქულიყო ჭიქიდან ჭიქაში უსხავდა 10 წუთი მეორე მძღოლი რუდუნებით. ავტობუსის საბარგო განყოფილებაც კი ისეთი სუფთა იყო როგორც ჩემი კარადა:(. ავტობუსში არცერთი სკამი არ იყო დაჭრილი, ამოდღლეზილი, ყველა საზურგეზე მიმაგრებული ტვ მუშაობდა და ყველა"ნაუშნიკი" ადგილზე იყო, უარესი-ფუნქციონირებდა!. ისიც კი ვერ გავიგე წერაკითხვის უცოდინარი ტურქები მგზავრობენ მარტო? !-არსად ეწერა მახმუდ+ ზალიმა...ან ტარკან სუპერ....ან ერდოგან გადადექი:(

გზად რაღაც მიყრუებულ აულთან გაჩერდა, ფეხშველა წყვილი ამოვიდა 5 წლის ბალღით-ცხოვრებაში რომ არ უბანავიათ-ჭუჭყის ქერქი უკვე ბავშვსაც გადაკვროდა( მოკლედ ჩვენ შეჩვეულები ვართ მსგავს არომატს). ავტობუსის "ბოი" ნაზად დადგა მათი სკამის უკან და მთელი გზა სხვადასხვა გამწმენდებს აფრქვევდა რომ დანარჩენი მგზავრები არ შეწუხებულიყვნენ:)

ჩავედით. სასტუმრო და მომსახურება იდეალური.

ქალაქი-გაგრის უარესი ვარიანტი( გაგრასთან რა მოვა!:()

თვალშისაცემია მეჩეთების სიმცირე( ჩვენს მსგავსი დანიშნულების ნაგებობებთან თანაფარდობაში)..მოლაოები და მისი მრევლი არ ბლატაობს და მეჩეთის დანახვაზეც " ტუფლისწაყრა"+ უკანალაბზეკვით დამხობა არ შეინიშნება.(წარმოვიდგინე იქაურ მარშუტკებში მძღოლმა რომ ეგ ქნას ...უი დედა!)

ორთოდოქს-ტრადიციონალისტები პირსინგიან/ იროკეზიან, მინიუპკიან ან დეკოლტირებულ პრადვინუტებს არ უთრაქებენ -როგორ დადიხარ მეხი კი დაგაყარეო, საერთოდ ხშირია შერეული წყვილები; მოდის გოგო თავსაფრით და ლაბადით გვერდზე მეორე მოყვება ამოტკეცილი ჯინსებით და წითელი იროკეზით ან ემოს "ნარიადში"...

მმკ( მუსულმან მშობელთა კავშირი) არ აქვთ:(---საერო სკოლებში ისლამი არ ისწავლება, კლასის კოლექტიური დამხობები და ალახაკბარის ხავილი მოდაში არაა...მოკლედ სულიერების თვალსაზრისით მაგრად ჩამოგვრჩებიან რა( არსადაა ნაკურთხი სკოლები, მანქანები და სახლები).

(:) )

ქართველები სასტუმროში; დაგვხვდა 2 სასტავი-1)პეროგარჭიბილები ტიფლისიდან( ცურვისას ერტი რომ უკივის ნაპირზე მჯდომს როგორ იყო 500$ რომ მივეცი არმანის საროჩკაში და შენ გულზე გასკდი 700$ გქონდა ნაყიდიო). იპარავდნენ სასმელს ბარიდან, წიოდნენ კიოდნენ დისკებს ახავლებდნენ -ერთხელ თხოვეს ცოტა დაუწიეთო( აგინეს თურქები -როგორ გვიბედავთო)

2)-ქუთეისლები (ბირთვი) და შლეიფად მიმდებარე სოფლებიდან ნატესაობა)-იქანე აქანეთი და სასტუმროს მოლზე სადილების მოწყობით( ნარჩენებს იქვე ტოვებდნენ-ძირითადად შაურმით და კიტრ-პამიდვრით გადიოდნენ ეფად). ყოველდღე-ერთი ნაწილი აუზთან მორიგეობდა მეორე საყიდლებზე დადიოდა( სწენკა მგონი არ მოუთრაქიათ-დანარჩენი მოზიდეს).

მათ დატოვებულ ნომრებს დამლაგებლების ბრიგადა 2 დღე ალაგებდა მერე უზარმაზარი არზა მიართვეს მენეჯერს ზარალის...იმ დღეს დამლაგებლებიც და მენეჯერიც ისე გვიყურებდა როგორც ლენინი ბურჟუაზიას:(

კურიოზი:წასვლის წინა დღეს მოაწყვეს ქართული ღვინით ( 20 ლიტრიანი წამოეღოთ) მინდორში ქეიფი. თამადის სადღეგრძელო: საქართველოს ტოსტი უნდა ვთქვა ეხლა მე-აქანე რომ ვართ და ქართველები რომ ვართ ამ მამაძაღლებში ამას გაუმარჯოს! დედას რომ გ ##დნენ საუკუნეები და სისხლი გოუშრეს თამარ მეფეს და აღამშენებელს, ეხლა ხომ ეტირათ აგერ ძმაო ყოფა--ქართველები ვისვენებთ და ეგინი გვემსახურებიან სიმონ! ხომ ვაჯობეთ ამ ურჯულოებს?-ხოდა ჩვენს გენს ჩვენს გონს და ნიჭიერებას გოუმარჯოს!( მოხუხა და მამულიშვილურად დააბოყინა). მოკლედ გატყვრნენ. გვერდზე ნომრიდან ტრადიციული ქალო შენი დედა## რამდენჯერმე გაისმა და მიიძინეს გულზემჯიღდაბრჯენილებმა:))

პ.ს. არასდროს ბათუმში არ ვყოფილვარ-ბათუმელმა მძღოლმა ერთ საათში( მატარებლამდე) გვანახა ის გზა რომელიც გაიჭრა, ბულვარი, შადრევნები, შერატონი/ იუსტიციის სახლი ( თან ყვებოდა ასლანას დროს სად რა იყო)-საღოლ ძმაო მიშას!:))))

კურიოზი მეორე: უკანა გზაზე მოდერნიზირებული კუპე დაგვხვდა სხვანაირი: ანუ ის რომელიც მიშამ გააპიარა ტვ-ში თავის დროზე--და რომელიც დაფხავებულ ვაგონებთან შედარებით 3-ჯერ ძვირი ღირს( ეხლა გამოთვალეთ წინა შემადგენლობაზე რამხელა მაყუთი მოღუნა საქართველოს რკინიგზამ მოქალაქეების გაბითურების ხარჯზე:) )..მართალია მოდერნიზირებულ ვაგონებშიც გამოგვახრჩვეს და უჯიშო თურქებისგან განსხვავებიტ მადლიანად მოტიტყნილი დაგვხვდა:))

3 Comments


Recommended Comments

მე მაპატიეთ და არ მჯერა თითქმის არცერთი სიტვის :))

უკანასკნელი 6 წელიწადში 7 ჯერ ვარ მინიმუმ ერტი კვირით ნამყოფი :)

უამრავი ტიპაჟი მყავს ქართველი ნანახი :)

დაა არცერთი ზემოტაწერილთაგანი არ შემხვედრია :)

და აქ ორი ერთად :))

ჟურნალ სარკესთვის დაწერიულს გავს ესეც. მე მაპატიეთ და სრული პატივისცემით :))

ლინკი
×
×
  • შექმენი...