Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    15
  • comments
    2
  • views
    58.195

სააკაშვილი ვაჭრობს და საკუთარი ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვს


lala

1.567 views

ინტერვიუ საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან

 

,,მე არ ვურჩევ ახალ მთავრობას, რომ გაჰყვეს პოლიტიკური ამნისტიის გზას, რადგან ის გაბრაზება, რაც განპირობებულია 9 – წლიანი ხისტი მმართველობის გამო, გადავა ახალ ხელისუფლებაზე, თუკი ეს ამნისტია იქნება შეთანხმებული. სააკაშვილი ამ ვაჭრობით ცდილობს, რომ თავისი ერთი ბერკეტის დათმობით ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ დაათმობინოს, მათ შორის იცით, რომ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ სამართალდამცავებს და ამიტომაც ახლა იმუშავებს იმ თემებზე, რომ რეალურად მას არავინ შეეხოს. ფინანსური წყაროები, რომელიც მას აქვს, მის გარემოცვას, ხელშეუხებელი დარჩეს, იქ არის მთელი ბიზნესგადანაწილება და მარტივად არ არის მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საუბარი. ჩემთვის ერთი რამ არის გაურკვეველი,– თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უმრავლესობას რეალურად აქვს 100 ხმა, რა საჭიროა ეს უშედეგო შეხვედრები და სხვადასხვა თემებზე ვაჭრობა. ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სტაბილურობის შენარჩუნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის შემდეგაც აუცილებლად დღის წესრიგში უნდა დადგეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული მოთხოვნა იყო ივანიშვილის მხრიდან, ეთქვა თანხმობა ან უარი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხი სააკაშვილისგან მაინც არ არის, სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ბერკეტს, მაგრამ ამავდროულად, არ ადასტურებს, რომ მისი საპარლამენტო შემადგენლობა მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ ცვლილებებს. საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგვარკვიონ, რა მოხდა ივანიშვილის ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით, იყო თუ არა რეალურად პასუხი გაცემული დადებითი ან უარყოფითი პრეზიდენტის მხრიდან და თუ პასუხი არ იყო კონკრეტული, რას აპირებს პრემიერი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ".

 

 

(,,ალია"N16(2770); ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...