Jump to content
Planeta.Ge

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს


 

image.png

ბრიტანელი ტელეწამყვანი და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს.

ცოტა ხნით ადრე, ლინეკერმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე ბრიტანეთის მთავრობის მკაცრი ანტიემიგრანტული რიტორიკა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას შეადარა. საუბარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, სუელა ბრავერმანის ინიციატივაზე, რომელმაც წამოაყენა საკითხი, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის თხოვნის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ,  რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად შევიდნენ.

BBC-ის ხელმძღვანელობამ ლინეკერის პოსტი კომპანიის წესების დარღვევად მიიჩნია და მას ყველაზე პოპულარული გადაცემის, ,,დღის მატჩის წამყვანობა აუკრძალა.

ბევრმა მისმა კოლეგამ, სოლიდარობის ნიშნად, მის გარეშე ეთერში გასვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ გადაწყვიტა, რომ გადაცემა წამყვანებისა და ექსპერტების გარეშე გასულიყო.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა BBC-ის ქმედებები და ჰარი ლინეკერის წინააღმდეგ მიღებული ზომა მოიწონეს, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა კი, პირიქით, მომხდარს ცენზურის აქტი და საშიში პრეცედენტი უწოდეს.

 

 უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...