Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის მხარდამჭერი სტიკერების გაკვრის გამო ,,დროას" წევრი 5 000 ლარით დააჯარიმეს


პოლიტიკუირ მოძრაობა ,,დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პარტიის წევრი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც ხოშტარია განმარტავს, ამის მიზეზი უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ქუჩაში 5 სტიკერის გაკვრაა.

,,5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის.

დღეს ,,დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს, ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის ,,თვითნებურად განთავსების" გამო.

პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა." - წერს ხოშტარია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...