Jump to content
Planeta.Ge

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ,,განკითხვის დღის ვულკანი" ამოქმედდა


image.png 

ნდონეზიის კუნძულ იავაზე, ვულკანი ,,მერაპი“ ამოიფრქვა, რომელსაც „განკითხვის დღის ვულკანსაც“ ეძახიან, რადგან მის ამოფრქვევას შეიძლება მოჰყვეს კლიმატური ანომალიები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შიმშილობა.

ლავის ნაკადები კრატერიდან 1,5 კმ მანძილზე ვრცელდება. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს შვიდ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე ვულკანთან მიახლოება ეკრძალებათ. რაც შეეხება კვამლის სვეტის სიმაღლეს, რომელიც ვულკანის შედეგად წარმოიქმნა, შვიდ კილომეტრს მიაღწია.

ამ დროისთვის ლავის ამოფრქვევა გრძელდება, ადგილობრივი სწრაფი რეაგირების სამსახურები მოსახლეობას ლავის მოსალოდნელი ზვავებისა და ცხელი ღრუბლების წარმოქმნის საშიშროებას შესახებ აფრთხილებენ.

,,მერაპი“ ინდონეზიის 130 ვულკანიდან ყველაზე აქტიურად ითვლება. ის სიმაღლეში, თითქმის, 3000 მეტრს აღწევს და მისი სახელი ითარგმნება როგორც ,,ცეცხლის მთა."

მერაპის დიდი ამოფრქვევები, საშუალოდ, ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, მცირე კი - წელიწადში ორჯერ ხდება.

 

უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...