ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ,,ქართული ოცნების“ გუნდს აქვს პოლიტიკური ბუნება, რომელიც არის ჰუმანური. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედთან“ საუბარში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შეეძლოთ გარკვეული პროცესების გაგრძლება, მაგრამ ანგარიში გაუწიეს საზოგადოების აღქმებს.
,,ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე. ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი - ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობაც რომ ყოფილიყო რისკის ქვეშ მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს ნამდვილად არ გვიღირდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ამ ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის, საზოგადოების აღქმებსაც. ეს აღქმა, შესაძლოა, არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როცა გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში.“ - აღნიშნა კობახიძემ.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.