Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული აფხაზეთი თბილისის აქციებში არასამთავრობო სექტორის და აშშ-ს საელჩოს როლს ხედავს


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება აქტიურად ადევნებს თვალს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს, ვითარების მიმდინარეობა და ანალიზი საკუთარი თვალსაწიერიდან განიხილოს.  

აფხაზური მხარე გამუდმებით იმეორებს, რომ თბილისში გამართული აქციების მონაწილეები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პროცესები დასავლეთიდან იმართება.

„ეგრეთწოდებული მშვიდობიანი მომიტინგეები ისეთ ქმედებებს ეწევიან, როგორიცაა: მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქუჩების გადაკეტვა და აგრესიის სხვადასხვა გამოხატვა. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს შესაბამისი განყოფილებების მიერ კარგად არიან გაწვრთნილი. ამასთან, ამ ღონისძიებების მომზადებაში, ჩვენ ტრადიციულად ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს,“ - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა.  

მისი უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში, ასევე წერია, რომ აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება, ,,საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყურადღებით აკვირდება იმას, რაც თბილისში ხდება და მდინარე ინგურის გასწვრივ საზღვარიც საიმედოდ არის დაცული აფხაზური და რუსული სპეცდანაყოფების მხირდან.“

არძინბას თქმით, აქედან გამომდინარე, ,,მათ რეგიონში“ უსაფრთხოების სისტემა სტაბილურობას შეინარჩუნებს.

,,ამასთან, პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და  აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მუდმივ კონტაქტზეა,“ - აღნიშნავს ინალ არძინბა.

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...