ინალ არძინბას თქმით, აშშ-ს მთავარი მიზანია მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდება.
„აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას კიდევ ერთხელ უშვებს. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას შეეცდებიან. ეს რისკებს უქმნის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას,“ - აღნიშნა მან გამოცემა ,,სპუტნიკთან“ ინტერვიუში.
არძინბას თქმით, ამერიკული პოლიტიკის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ ,,მეორე ფრონტის“ გახსნაა, რისთვისაც საქართველოში არეულობის პროვოცირებას უწყობს ხელს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.