Jump to content
Planeta.Ge

რუსების მიერ დახვრეტილი უკრაინელი მებრძოლი ვიდეოში საკუთარმა დამ ამოიცნო


ოკუპანტი რუსების მიერ დახვრეტილ ტყვე უკარინელ მებრძოლში, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა ფრაზა: ,,დიდება უკრაინას," ახალგაზრდა ქალმა საკუთარი ძმა ამოიცნო.

ინფორმაცია ამის შესახებ, ტელეკომპანია BBC-ის პროდიუსერმა, სოფია კოჩმარ-ტიმოშენკომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

მისი თქმით, სიკვდილით დასჯის მომენტში გადაღებულ ვიდეოში უკრაინელმა ქალმა საკუთარი ძმა თვალებით, ხმით და ასევე, სიგარეტის მოწევის მისეული მანერით ამოიცნო.

,,გავიგე. გადავამოწმე. მისი და ამბობს: ეს, 100 პროცენტით, ჩემი ძმაა. ეს მისი თვალები, მისი ხმა და მანერა, როგორ ეწეოდა სიგარეტს... ის გვთხოვს სიჩუმეს დილამდე, ვიდრე ძმის მეგობრებს დაუკავშირდება და ფაქტს დაადასტურებს. უნდა დედასთან იყოს, როცა ამ ამბავს შეატყობინებენ.“ - წერს სოფია კოჩმარ-ტიმოშენკო და ჯერ-ჯერობით არ ასახელებს გმირის ვინაობას.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსი დამპყრობლების მიერ უიარაღო უკრაინელის სიკვდილით დასჯის ფაქტია გადაღებული. უკრაინელი გმირი ამბობს სიტყვებს: „დიდება უკრაინას,რის შემდეგაც, მას რუსი ჯარისკაცები ავტომატის ჯერით ცხრილავენ.

6 მარტს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად გამოეხმაურა სამხედრო ტყვის დახვრეტას, რაც ჟენევის კონვენციის უხეში და მძიმე დარღვევაა.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინა იპოვის ყველა რუს მკვლელს, სადაც არ უნდა დაიმალონ ისინი.

 

უკრაინული პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...