ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წელს რუსეთიდან 5,4 მილიონი ტურისტი ჩავიდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი - 830, 5 ათასი
გასული წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 5,4 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა.
როგორც, რუსეთიდან საზღვარგარეთ ტურისტული ნაკადის ზრდის შესახებ, Росстат-ის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, აღნიშნული მონაცემით ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში პირველ ადგილზე დგას, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, რომელსაც შარშან 4,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია; მესამე ადგილს 1, 2 მილიონით არაბეთის საემიროები იკავებს, მეოთხე ადგილზე კი ეგვიპტეა, - 900, 5 ათასი რუსი ტურისტით.
ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, Росстат-ის მონაცემებით, 2022 წელს 830, 5 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.