Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის მხრიდან თავდასხმის შიშით, ალექსანდ ლუკაშენკო ბელორუსში მოხალისეთა არმიას აყალიბებს


 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ბელორუსს შორის ვითარება დაძაბულია, ბელორუსის სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობას განაგრძობს. განსაკუთრებით ძლიერია ბელორუსიასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა. გამოცემა Tagesschau-ს ცნობით, მიმდინარე წელს მათ შორის, უკვე, 150-ზე მეტი ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩტარებაა დაგეგმილი.

თავის მხრივ, ლუკაშენკო ახლა მოხალისეთა არმიის შექმნასაც გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა ბელორუსს თავს უკრაინის ჯარი დაესხას.

ამ მიზნით, ბელორუსის პრეზიდენტს სურს, 100 000-დან 150 000-მდე მოხალისისგან შექმნილი არმია ჩამოაყალიბოს, რომელიც სამხედრო ძალას დაეხმარება.

როგორც ბელორუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი Daily News-სთან აცხადებს, ასეთი გასამხედროებული ფორმირება ყველა სოფელსა და ქალაქში უნდა შეიქმნას.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ბელორუსის პროფესიული არმია, დაახლოებით 48 000 ჯარისკაცგან და სახელმწიფო საზღვრის დამცველი 12 000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ამდენად, მოხალისეთა არმია, სავარაუდოდ, პროფესიულ არმიაზე ორჯერ მეტი გამოვა.

Tagesschau იტყობინება, რომ ტერიტორიის დამცველ მოხალისეთა არმიის შექმნის შესახებ ბრძანება ალექსანდ ლუკაშენკომ უკვე გასცა.

ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, ,,უკრაინის გამოცდილებამ" აჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის დამატებითი დაცვა.

როგორც ცნობილია, ლუკაშენკომ ადრე რუსეთს უკრაინაზე ბელორუსის მხრიდან შეტევის შესაძლებლობა მისცა და რუსი სამხედროები ბელორუსის ტერიტორიაზე კარგა ხანს იდგნენ. BBC-ის კორესპონდენტის, სტივ როზენბერგის თქმით, ლუკაშენკომ აშკარად მიანიშნა, რომ ბელორუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ მისი ქვეყანა უკრაინიდან თავდასხმის საფრთხის წინაშე დადგება.

„მზად ვარ, ბელორუსის ტერიტორიიდან რუსების მხარეს მეც ვიბრძოლო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქიდან (უკრაინა) ვინმე, თუნდაც ერთი ჯარისკაცი, ჩემი ხალხის მოსაკლავად ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით შემოიჭრება"- აღნიშნა ლუკაშენკომ როზენბერგთან საუბრისას.

გამოცემა Merkur-ის ინფორმაციით, სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბელორუსიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არც ისი გამორიცხვა შეიძლება.

 

  უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...