Jump to content
Planeta.Ge

CIA-ს დირექტორის განცხადებით, პუტინი ზედმეტად არის დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის განადგურება შეუძლია


უკრაინაზე თავდასხმიდან მეორე წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ,,ზედმეტად დარწმუნებულია" იმაში, რომ მისი სამხედრო ძალები უკრაინის დამორჩილებას შეძლებენ. - ამის შესახებ CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) დირექტორმა უილიამ ბერნსმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელმა გასული წლის ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე საკმაო „თავხედობა და ქედმაღლობა“გამოავლინა, რაშიც ასახული იყო თავად პუტინის რწმენა, რომ მას შეუძლია დრო თავის სასარგებლოდ ამუშავოს, რომ მას შეუძლია, გაანადგუროს უკრაინელები, რომ შეუძლია ამოწუროს ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ძალები, რომ ადრე თუ გვიან, პოლიტიკური დაღლილობა დადგება.

უილიამ ბერნსის განცხადებით, პუტინს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე გააგრძელოს ბრძოლა,  მიუხედავად მსხვერპლისა, მიუხედავად მისი ტაქტიკური ხარვეზებისა და რუსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური თუ რეპუტაციული ზიანისა.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...