Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ,,უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს" მხარს პირველივე მოსმენით დაუჭერენ


ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ვერსიასაც დაუჭერს, შემდეგ კი დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

,,ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. საკომიტეტო მოსმენები უახლოეს დღეებში შედგება, ამის შემდეგ კი პლენარული სხდომა გაიმართება. პირველი მოსმენით მივიღებთ როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ვერსიასაც. ამის შემდეგ კი უკვე ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. დასკვნის წარმოდგენას ჩვენ დაჩქარებული წესით ვითხოვთ, ასეთი პროცედურა არსებობს. შემდეგ უკვე კანონის შესაბამისი ვერსიის მიღება სესიის ბოლომდე დასრულდება". - თქვა კობახიძემ.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ქართული ოცნების დეპუტატები მათი ,,ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ ,,გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი ,,უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...