Jump to content
Planeta.Ge

პუტინი ნატო-ს ბირთვულ შესაძლებლობებს ,,გაითვალისწინებს"


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვაშინგტონთან შეიარაღების კონტროლის შესახებ უახლეს შეთანხმებაში მონაწილეობა შეწყვიტა, ის არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ნატო-ს სხვა ქვეყნების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთიბირთვული იარაღის შესაძლებლობებსაც ,,გაითვალისწინებს".

უფრო ადრე, გასული კვირის დასაწყისში, რუსეთის მიერ 2010 წლის ,,ახალი სტარტის ხელშეკრულების (მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება) შეწყვეტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის განხორციელების საქმეში შეერთებულ შტატებს შეთანხმების არაწევრი ქვეყნები, საფრანგეთი და ბრიტანეთი შეუერთდნენ. ამიტომ მა,,რუსეთის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ ზომები მიიღო.

„ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ნატოს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი - მოგვაყენონ სტრატეგიული მარცხი, აზარალონ და გაამწარონ ჩვენი ხალხი... როგორ არ გავითვალისწინოთ მათი ბირთვული პოტენციალი? მით უფრო, როცა ისინი უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის იარაღს აწვდიან, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ აპირებს აშშ-ს არსენალის გარდა, ნატოს სხვა ქვეყნების ბირთვული შესაძლებლობების ,,გათვალისწინებას“, მაგრამ აღნიშნა, რომ ის „მინდვრის ცენტრიდან ამ თემის განსახილველად“ ღიაა.

პუტინმა აღნიშნულ ინტერვიუში სცადა იმის დამტკიცება, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა სურს და უკრაინაში რუსეთის აგრესიის გასამართლებლად არაერთხელ გაიმეორა ფრაზა, რომ ,,მათ (დასავლეთს) ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი - რუსეთის ფედერაცია." ამიტომაც, მისი თქმით, ეს ბრძოლა უკრაინაში, თავად რუსეთის გადარჩენისთვის ბრძოლის ნაწილია.

ერთი წლის წინ ის ამტკიცებდა, რომ უკრაინაში შეჭრისას მისი მთავარი მიზანი იმ ვითარების შემცირება იყო, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის საშიშად მიაჩნდა და მას შემდეგ ამ მიზეზს უკრაინაში ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების გასამართლებლად იყენებდა.

როდესაც დასავლეთმა რუსეთისგან დაზარალებული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ომი წარმოაჩინეს, არა როგორც რუსეთ-უკრაინის, არამედ როგორც რუსეთსა და ნატო-ს შორის მიმდინარე დე ფაქტო ომი.   

ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის მოკავშირეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ არ სურთ ომში პირდაპირ ჩაერთონ, მათი მიზანია, საკუთარი თავის დასაცავად და რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის დასაბრუნებლად უკრაინა სათანადოდ  აღჭურვონ.

CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა კვირას, ტელეკომპანია CBS-ის ეთერში, განაცხადა, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომის რეალური მიზეზი არის პუტინის მიერ უკრაინაზე კონტროლის დაკარგვა და ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს დასავლეთთან მიახლოება.

„ის (პუტინი) განიხილავს ამას, როგორც პირდაპირ საფრთხეს მისი ამბიციის მიმართ, რომელიც აქვს, როგორც რუსეთის ლიდერს, და ვფიქრობ, ეს არის საზარელი იმ აგრესიის ფონზე, რომელიც მან წამოიწყო“, - აღნიშნა ბერნსმა.

Associated Press - ის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...