ბერლინის კინოფესტივალზე მთავარი გამარჯვებულები გამოავლინეს
ბერლინის 73-ე კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა.
ჯილდო ,,ოქროს დათვი“ დაიმსახურა რეჟისორ ნიკოლას ფილიბერის ფრანგულმა დოკუმენტურმა ფილმმა ,,ადამანტზე,“ (On Adamant). ფილმი მოგვითხრობს პარიზის უნიკალურ ფსიქიატრიულ კლინიკაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში, სენის ნაპირზე მცურავ შენობაში მდებარეობს. მისი პრემიერა კინოფესტივალის ფარგლებში 24 თებერვალს შედგა.
საუკეთესო რეჟისურისთვის ,,ვერცხლის დათვი“ ფრანგ რეჟისორს ფილიპ გარელს გადაეცა, დრამისთვის ,,გუთანი,“ ხოლო მთავარი როლისთვის ფილმში ,,20 ათასი სახეობის ფუტკარი",,ვერცხლის დათვი" ესპანელ მსახიობს სოფია ოტეროს ერგო.
ბერლინის 73-ე კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში 19 ფილმი შედიოდა, რომლებზეც 19 სხვადასხვა ქვეყნის კინორეჟისორები მუშაობდნენ. მათ შორის რუსული ფილმები არ ყოფილა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.