Jump to content
Planeta.Ge

თურქეთში, მიწისძვრის დროს დანგრეული შენობების გამო, გამოძიება 600- ზე მეტი პირის წინააღმდეგ დაიწყო


თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება 600- ზე მეტი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის ცნობით, 612 ეჭვმიტანილიდან 184 დაკავებულია და სასამართლო პროცესის მოლოდინში იმყოფება. დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, შენობის მფლობელები და მმართველები.

 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...