Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთის აგრესიისგან აღარაფერი დარჩება


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი ნაბიჯები ტერორისტული სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალებაა და შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთის აგრესიისგან აღარაფერი დარჩება.

,,დღეს ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი დამტკიცდა. ცხადია, ეს უკანასკნელი პაკეტი არ იქნება. სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთის აგრესიისგან პოტენციაშიც კი აღარაფერი დარჩება.

ახალი სანქციები ძლიერად გადადგმული ნაბიჯებია ტერორისტული სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ. ასევე იმ პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომელთა გამოც რუსული საზოგადოება სიცრუეშია ჩაფლული და ამ ტყუილების გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც ცდილობენ. ისინი ამ კუთხით წარმატებას ვერანაირად მიაღწევენ.

ჩვენი დიპლომატები და მთელი სახელმწიფო ვმუშაობთ იმაზე, რომ სანქციები რუსეთის ბირთვულ სექტორზეც გავრცელდეს". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...