Jump to content
Planeta.Ge

,,რა საჰაერო მიმოსვლა, რა გაზიფიკაცია, რა ზღაპრებს გვიყვებიან?" - აფხაზებს დაპირებების არ სჯერათ


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში  რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს და ვიცე პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა.

,,შეხვედრებზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს, ასევე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საჰაერო მიმოსვლის დაწყებასა და აფხაზეთის გაზიფიკაციაზე.“ - ნათქვამია ბჟანიას პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზები ეხმაურებიან და წერენ, რომ ამ დაპირებებით დაიღალნენ.

,,მოსკოვიდან 300 კილომეტრში, თავად რუსებს არა აქვთ გაზი. ჩვენთვის ვინ გაიმეტებს? ნუ გვატყუებენ!“ - წერს ასტამურ შარია ,,ტელეგრამზე.“

,,არ მობეზრდა ჩვენს პრეზიდენტს ტყუილად სიარული, რა საჰაერო მიმოსვლა, რა გაზიფიკაცია, რა ზღაპრებს გვიყვებიან? ამ არარეალურ გეგმებს ჯობია ელექტროენერგიის საკითხი მოაგვარონ,სანახევროდ სიბნელეში რომ ვზივართ და ვერ ვთბებით, ამ სიცივეში.“ - აცხადებს ალა კვიწინია იგივე სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთში 14 თებერვლას გაფრინდა და თავდაპირველი ინფორმაციით, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელობასთან მისი შეხვედრები 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
ამ ,,ვიზიტის ფარგლებში“ ოკუპირებული აფხაზეთის ფეიკი პრეზიდებტი ბელორუსის რესპუბლიკასაც ეწვია და პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

როგორც ჩანს, ბჟანია სოხუმში დაბრუნებას არ ჩქარობს.

თავად აფხაზების თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის მოლოდინიც ჰქონდა, თუმცა ბჟანიას ჩასვლისთანავე პუტინის პრეს-სპიკერმა გამოაცხადა, რომ ის, ამ ეტაპზე, აფხაზთა წარმომადგენელთან შეხვედრას არ აპირებდა. მიუხედავად ამისა, ასლან ბჟანია რუსეთში ვიზიტს განაგრძობს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...